FM97.5 / LIVE

თემურ ხუციშვილი: 'დირექტორი ჩემს წინააღმდეგ ბავშვებს წვრთნიდა'

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.08.2019
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი თემურ ხუციშვილი, სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და მის წინააღმდეგ, სკოლის დირექციის, მანდატურებისა და სამეურვეო საბჭოს საქმიანობაზე საუბრობს.

თემურ ხუციშვილი: 'დირექტორი ჩემს წინააღმდეგ ბავშვებს წვრთნიდა'
რვა თვის წინ, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი თემურ ხუციშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს, თუ სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, როგორ ცდილობდა ცილისმწამებლური საყვედურებით მისი სკოლიდან გათავისუფლებას.

„განუწყვეტლივ მიწყობდნენ სხვადასხვა პროვოკაციებს ნაცადი ხერხებით დირექციის წარმომადგენლები,მოსწავლეებს ეუბნეოდნენ:“თემურის გაგდება გვინდა და აბა თქვენ იცითო“; ამის შესახებ მაფრთხილებდნენ მშობლებიც, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც.(სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ გაბედეს ამის ხმამაღლა თქმა)“,–ამბობს თემურ ხუციშვილი.

მისივე თქმით, დირექტორის დაგეგმილ პროვოკაციებში ჩართულნი იყვნენ, მანდატურები და სამეურვეო საბჭოს წევრებიც. ხუციშვილი ამბობს, რომ ინგა ვარდიძეს, მის წინააღმდეგ გადაბირებული ყავდა ბავშვები და მათი მშობლებიც: „დირექცია ვითომ შერჩევით იბარებდა ბავშვებს,არა და ეს ბავშვები იყო დირექციის მიერ გაწვრთნილი,მომზადებული ჩემს წინაარმდეგ პროვოკაციებისათვის. ზოგჯერ დღეში ორჯერ ჩაუტარებიათ მშობელთა კრება ერთსა და იმავე კლასში,სადაც მე მამუშავებდნენ და ითხოვდა დირექცია ჩემს წინააღმდეგ დაეწერათ განცხადება, რათა გამოვსულიყავი იმ კლასიდან“.

წერილში ვკითხულობთ, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომებზე, დირექტორი ზეწოლას ახდენდა იმ ბავშვებზე, რომლებიც გათავისუფლებულ მასწავლებელს მხარს უჭერდნენ და მოსწავლის მიმართა ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფდნენ. „ე.წ.სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბავშვების ე.წ.დაკითხვას ძირითადათ აწარმოებდა დირექტორი და სასწავლო ნაწილი; როცა ბავშვი იტყოდა მასწავლებელს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია მოსწავლისთვისო, მაშინ დირექციის წამმომადგენლები მკაცრად ეუბნეოდნენ :“აკი მაშინ სთქვი,რომ მიაყენაო?“როცა გაკვირვებული ბავშვი წამოიყვირებდა მე არ მითქვამსო,მაშინ სიცილ ხარხარით ამთავრებდნენ ე.წ.დაკითხვას“.

თემურ ხუციშვილი, ფეისბუქით გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ დირექტორი მას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს და ეუბნება, რომ ამის დასამტკიცებლად სატელეფონო ჩანაწერებიც აქვს.

„მშობლებზე და მოსწავლეებზე თურმე მე ვახდენდი გავლენას და მათ ვამუშავებდი,ამის სატელეფონო ჩანაწერები აქვთ თურმე ;ჯერესერთი რაუფლებით მისმენდა,მეორეც მოვითხოვ სასამართლომ ამოიღოს ჩემი და ქ.ინგას სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და შეისწავლოს“–წერს ხუციშვილი.

თემურ ხუციშვილს სკოლა, მეხუთე კლასში მომხდარი ინციდენტის გამო, 28 დეკემბერს დაატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 126 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. თუმცა იმის გამო, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ძიება შეწყდა, რის შემდეგაც ხუციშვილმა, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზრაურების მოთხოვნით, სკოლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა, ორ სექტემბერს არის ჩანიშნული.



[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის პროცესზე მოწმეები არ მივიდნენ
თემურ ხუციშვილის პროცესზე მოსწავლეები და მასწავლებლები დაიკითხნენ
სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა
სკოლის დირექტორი  გათავისუფლებულ  მასწავლებელთან  მორიგებაზე უარს ამბობს
ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სასამართლოში იჩივლა
მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო, N5 სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს
დირექტორი, რომელსაც პედაგოგები კარის აჭედვით ემუქრებოდნენ, დღეს ერთხმად აირჩიეს