FM97.5 / LIVE

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.08.2019
24 წლის წინ, 1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. ამ დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება.

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.

პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები.სადაც წარმოდგენილი იქნება 1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიულ დოკუმენტები და ფოტომასალა.

1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.

1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მას შემდეგ კონსტიტუციაში მრავალი ცვლილება შევიდა. მათგან არსებითი 2010 წლის ცვლილებები იყო, როდესაც შეიცვალა მმართველობის ფორმა და საქართველო ნახევრად საპრეზიდენტო სახელმწიფო გახდა. შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. იგი აღარ არის მთავრობის მეთაური და მთავრობის ფორმირებაში ფორმალურად იღებს მონაწილეობას.

გაიზარდა პრემიერმინისტრის უფლებამოსილებები. იგი გახდა მთავრობის მეთაური.

შემოვიდა კონტრასიგნაციის ინსტიტუტი - პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს კონსტიტუციის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები. ბოლო ცვლილებები ქვეყნის მთავარ დოკუმენტში 2017 წელს შევიდა, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები კიდევ უფრო შეიზღუდა, ამასთან, 2023 წლიდან მას არა ხალხი პირდაპირი წესით, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს.

ცვლილებები შეეხო საარჩევნო ბარიერს. შეიცვალა მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სხვა.

[sknews.ge]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 33 მლნ ლარამდე დაიხარჯება

06.07.2020 საქართველოში ყირიმ-კონგოს 11 შემთხვევიდან 6 სამცხე-ჯავახეთშია აღრიცხული

06.07.2020 სპორტდარბაზები და საცურაო აუზები გაიხსნება

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა
პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა
პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადო
პარლამენტი ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს