FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2019
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის, ვეფხვია სამსონიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

გათბობა–გაგრილების სისტემის სპეციალისტი, ვეფხვია სამსონიძე სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. 21 აგვისტოს გამართულ სხდომაზე კი მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ სარჩელი არ დააკმაყოფილა. საქმე ახალციხის ციხის სასარგებლოდ გადაწყდა.

როგორც სამსონიძე ამბობს, მოსამართლეს თავისი გადაწყვეტილება არ განუმარტავს: „არ ვიცი რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლემ, არ განმარტა და არ ახსნა. მინდა რომ გავასაჩივრო, ვნახოთ რა იქნება. ჩემი სიმართლისთვის ბრძოლას გავაგრძელებ“, – ამბობს სამსონიძე.

მიმდინარე წელს, ახალციხის ციხეზე, რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა შვიდი შტატი, ექვსი თანამშრომელი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ექვსიდან ორმა, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა. მათ შორისაა ვეფხვია სამსონიძე და ყოფილი საქმის მწარმოებლი მაია მაისურაძე, რომლის შტატიც გააუქმეს.

მოგვიანებით, 10 მაისს, ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან ხუთს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე, სამსახურში დაბრუნება შესთავაზა. აქედან სამსახურში მხოლოდ ოთხი მათგანი დაბრუნდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხიდან  გათავისუფლებულმა თანამშრომელმა საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
სააპელაციო სასამართლომ ახალციხის ციხის საქმეზე მხარეებს მორიგება შესთავაზა
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიდან  ერთმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან სასამართლოს ორმა მიმართა
'შევეკამათე და ამიტომ გამათავისუფლეს', – ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი
ახალციხის ციხე ოთხმა თანამშრომელმა დატოვა
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ექვსი თვით დააბრუნებენ