FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხის დირექტორი: 'ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკაში ცდომილებაა'

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2019
ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში, გასულ წელთან შედარებით, უცხოელი ვიზიტორების მკვეთრი შემცირება არ დაფიქსირებულა. კომპლექსში 223 ტურისტით ნაკლებია რეგისტრირებული, ეს მაჩვენებელი კი „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ სტატისტიკური მაჩვენებლისგან მკვეთრად განსხვავდება.

ახალციხის ციხის დირექტორი: 'ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკაში ცდომილებაა'

სამცხე–ჯავახეთში, უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის სტატისტიკა „სამხრეთის კარიბჭემ“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამოითხოვა. მათი ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, ახალციხის ციხეს 12 791 ვიზიტორი ესტუმრა, გასულ წლის ამავე პერიოდში კი, 29 594.

მოწოდებულ სტატისტიკურ მაჩვენებელს ახალციხის ციხის დირექტორი, დავით ტაბატაძე ეხმაურება. მისი თქმით, ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ მონაცემებში ცდომილებაა: „მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში ციხეს 5 406 უცხოელი ვიზიტორი ეწვია, მაშინ, როცა შარშან იმავე პერიოდში, 5 629 უცხოენოვანი ვიზიტორი შემოვიდა“, – განმარტავს დავით ტაბატაძე.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მონაცემი, რომელიც „სამხრეთის კარიბჭეს“ მიაწოდეს საქსტატს ეკუთვნის. ამიტომ მასში ცდომილების არსებობა შესაძლებელია: „ყველა სტატისტიკას აქვს ცდომილების პროცენტი, მე რატომ უნდა მეთქვა ცდომილების შესახებ? ვიზიტორებს როდესაც ვეკითხებით რა ადგილები მოინახულა ახალციხეში, რთულად იხსენებენ ადგილებს, ამას აღწერს საქსტატი, ამ სტატისტიკას აქვს ცდომილება“, - ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, გიორგი ბრეგაძე.

მისივე თქმით, თუ რა ობიექქტები მოინახულეს ვიზიტორებმა საქართველოში, ამას კითხვარის საშუალებით ადგენენ: „საზღვრიდან გასვლისას, ვიზიტორებს ვეკითხებით რომელი ადგილები მოინახულეს და მერე ხდება ამის ჩაშლა ადგილების მიხედვით“.

ახალციხის ციხის დირექტორი: 'ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკაში ცდომილებაა'


[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა
2018 წელს ‘ახალციხის ციხეს’ 152 752 ვიზიტორი ესტუმრა
ახალციხის ციხეს 2019 წელს 159 828 ვიზიტორი ესტუმრა
ახალციხის ციხეს ივნისში 25 695 ვიზიტორი ჰყავდა
“ახალციხის ციხეს“  2017 წელს 141 591 ვიზიტორი ჰყავდა
‘ვარძიამ’ და ‘ხერთვისის ციხემ’  ერთ წელში 1 331 286 ლარის შემოსავალი მიიღეს
ახალციხის ციხემ  8 თვეში 800 000 ლარამდე შემოსავალი და 11 6475 ვიზიტორი მიიღო