FM97.5 / LIVE

ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

მთავარისიახლე, განათლება 23.08.2019
არაქართულენოვანი პედაგოგები, რომლებსაც ქართული ენის შესწავლის სურვილი აქვთ, სექტემბრიდან მხოლოდ ერთი პროგრამის – "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ფარგლებში მოემზადებიან. ისინი ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლიდან, პროფესიული განვითარების ცენტრში გადაამისამართეს.

ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

სამცხე–ჯავახეთში, მოსახლეობის 48.3%–სთვის ქართული ენა მშობლიურია, დანარჩენებისთვის კი სახელმწიფო ენას წარმოადგენს, თუმცა მისი სრულფასოვნად ფლობა არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის პრობლემაა.

დასახლებებში სახელმწიფო ენის სწავლების, პოპულარიზაციისა და ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო დაფინანსებით, ორი პროგრამა ხორციელდება. ერთი მათგანი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეკუთვნის, მეორე კი „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“.

ორივე პროგრამის ფარგლებში, ქართული ენის შესწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მათ შორის, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს.

მიმდინარე წელს, ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში სახელმწიფო ენის შესწავლის სურვილი 500-მდე პედაგოგმა გამოთქვა, თუმცა მათ ადმინისტრირების სკოლა ვეღარ გადაამზადებს.

ცვლილება მხოლოდ პედაგოგებს ეხება, ენის შესწავლის სხვა მსურველები კი ადმინისტრირების სკოლის მომსახურებით ისევ ისარგებლებენ: „იმის გამო, რომ არაქართულენოვანი მასწავლებლების გადამზადებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აიღო „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა“, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მსურველ მასწავლებლებს „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამაში ვამისამართებთ“, – განმარტავს ჟვანიას სკოლის „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ მენეჯერი მაკა ომიაძე.

მისივე ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას, 2014 წლიდან ახორციელებს. ჯამში, ამ პროგრამის ფარგლებში, 12 413 ბენეფიციარია გადამზადებული.

რაც შეეხება სამცხე–ჯავახეთს, 2014 - 2018 წლებში პროგრამაში 1 957 პედაგოგი იყო ჩართული. მათგან 836–მა (43%) სხვადასხვა მიზეზების გამო, კურსის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო.

2014 წლიდან ფუნქციონირებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამაც „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“.

პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მივლენილი არიან კონსულტანტ–მასწავლებლები, რომლებიც სახელმწიფო ენის დაუფლებაში, მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც ეხმარებიან.

2018–2019 სასწავლო წლის განმავლობაში, „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში სამცხე–ჯავახეთში 32 კონსულტანტ–მასწავლებელი იყო მივლენილი. ახალი სასწავლო წლიდან, გაიზრდება თუ არა ეს რიცხვი, ცნობილი სექტემბერში გახდება.

„ამ ეტაპზე, ჟვანიას სკოლასთან არის მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება, რომ მასწავლებლები გადმოამისამართონ. ჯერ-ჯერობით არ ვიცით, გაიზრდება თუ არა კონსულტანტ–მასწავლებლების რაოდენობა, რადგან არ ვიცით როგორია სახელმწიფო ენის სწავლის მსურველების მოტივაცია“, – განმარტავენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში“.

აღნიშნული ცვლილებების ფონზე, საკმარისი იქნება თუ არა იმ კონსულტანტ-მასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც რეგიონში ქართული ენის სასწავლებლად არიან მივლენილები, ცენტრში პასუხი არ აქვთ თუმცა ასეთი პედაგოგების სიმცირის შესახებ, სახალხო დამცველი ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა.

„პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ რეგიონებში მივლენილი პედაგოგების რაოდენობა საკმარისი არაა სახელმწიფო ენის სწავლების პრობლემის სრულიად მოგვარებაში“, – ვკითხულობთ ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშში.

ამავე დოპკუმენტში აღნიშნულია, რომ არაქართულენოვან დასახლებებში, სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობამაც იკლო: “ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში, ქართული ენის პედაგოგების ნაწილი კვლავ ვერ ფლობს ქართულს საკომუნიკაციო დონეზეც. სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამაში 2017 წელს 383 პედაგოგი იყო ჩართული, ხოლო 2018 წელს ეს რიცხვი 346-მდე შემცირდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
პროგრამის ‘ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის ტრენინგები დაიწყო
არაქართულენოვანი სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის
კონკურსი ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევად
შეხვედრა რესურსცენტრებთან პროგრამის 'ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის' ფარგლებში
ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის