FM97.5 / LIVE

ვინ და რატომ თამაშობს ინტერნეტ თამაშებს – ‘გეიმერები’ ახალციხიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2019
ქსელური თამაშები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ბევრისთვის ეს ცხოვრების ნაწილია, ზოგისთვის განტვირთვის საშუალება თავისუფალ დროს, ზოგი კი, მავნე ჩვევად აღიქვამს - მოთამაშეებისა და ფსიქოლოგების აზრი ქსელური თამაშების შესახებ.

ვინ და რატომ თამაშობს ინტერნეტ თამაშებს – ‘გეიმერები’ ახალციხიდან

League of legends, Pubg, Dota - ეს იმ თამაშების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თამაშის პრინციპი მარტივია, მთავარია ინტერნეტს მიერთებული კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი გქონდეს და მოთამაშეთა ქსელიც შეიკვრება.

ერთმანეთს, ძირითადად, ბრძოლაში ეჯიბრებიან. თამაში სისწრაფეზეა დამოკიდებული და გამარჯვებულიც ის ხდება, ვინც მეტად მოხერხებულია.

ეს თამაშები მხოლოდ შეჯიბრების პრინციპს ეფუძნება და მატერიალურ ან ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული არ არის.
ახალციხეში ქსელურ თამაშებს ბევრი მოყვარული და პროფესიონალი ჰყავს, თუმცა "გეიმერების" უმრავლესობას ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურს.

17 წლის ახალციხელი ინანო ხოკერაშვილი ქსელური თამაშებით სამი წლის წინ დაინტერესდა. ამბობს, რომ თამაში მისი ცხოვრების ნაწილია და მომავლი მიზნებიც კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიას უკავშირდება.

ერთ-ერთი ქსელური თამაშის შესახებ, ინანომ საკუთარი ძმისგან გაიგო. თავიდან მხოლოდ გასართობად თამაშობდა: „League of Legends - ეს არის თამაში დიდი სტრატეგიებით. ამ თამაშით ბევრის სწავლაც შეიძლება. არ ვთვლი, რომ დროს ტყუილად ვკარგავ, რადგან მეგობრებთან ერთად თამაშისას, თან ვერთობით, თან ჩვენი მიზნისკენ მივდივართ. მიზანი კი – LCS ჩემპიონატში მონაწილეობაა“.

ჩემპიონატი, რომლისთვისაც ინანო იბრძვის ყოველ წელს იმართება და დიდ მასშტაბებს მოიცავს. მასში მონაწილეობას იღებენ ის მოთამაშეები, რომლებიც აქტიურობენ და მაღალი წოდება, იგივე „რანკი“ აქვთ.

თამაში League of Legends 30-40 წუთი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ თამაშისას დიდ დროს ხარჯავს, ინანო მიიჩნევს, რომ ხელი არაფერში ეშლება: „სწავლაში თამაშის გამო ხელი არასდროს მეშლება, პირიქით, მეხმარება კიდეც. თამაშს იქამდე გავაგრძელებ, სანამ უმაღლეს დონეს არ მივაღწევ“.

მისივე თქმით, თამაშზე დამოკიდებულების შესახებ მშობლებმა იციან და ხელსაც უწყობენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ინანოს შემთხვევაში, თამაშები ცუდ ზეგავლენას არ ახდენს.

კიდევ ერთი, ახალგაზრდებში პოპულარული თამაშია PubG. მოთამაშეთა დიდი ნაწილი მას გართობის მიზნით თამაშობს: „არ ვიცი სხვა რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ამის მოთამაშეს, მე მაგალითად, ვერთობი, კარგი გრაფიკა აქვს და აზარტულიცაა. გარდა ამისა, სხვა მოთამაშეებს თამაშის დროს Live-ში ელაპარაკები და სახალისოა“, - ამბობს PubG-ს ერთ–ერთი მოთამაშე.

გართობის მიზნით, თავისუფალი დროის ნაწილს თამაშს უთმობს ანა ბებნაძეც. იგი პარალელურად ფეხბურთის გუნდშიც თამაშობს: „ექვსი თვის წინ ვითამაშე პირველად, ყველაზე კარგი ამ თამაშში ისაა, რომ ახალ ადამიანებს იცნობ და უმეგობრდები“, – ამბობს ანა.

"გეიმერები" თამაშისას დახარჯული დროის გამო არ წუხან და ამბობენ, რომ ხელი არაფერში ეშლებათ, თუმცა ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თამაშზე დამოკიდებულება არაერთ პრობლემას ქმნის.

„ბავშთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ ფსიქოლოგი სოფიო თავაძე ამბობს, რომ ადრეულ ასაკში, კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებამ შეიძლება ბევრი უარყოფითი შედეგი დააყენოს: „თამაშზე დამოკიდებულებას ასაკის მიხედვით, ბავშვებსა და მოზარდებზე სხვადასხვა გავლენა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ქსელური თამაშების შემთხვევაში, უარყოფითი გავლენები უფრო მეტია. რადგან უკვე შექმნილი გრაფიკა, ადამიანის ფანტაზიას ნაკლებად ავითარებს“.

ფსიქოლოგის განმარტებით, თამაშები ბავშვების შემთხვევაში გონებრივ განვითარებას უშლის ხელს, ხოლო მოზარდებში ხშირად აგრესიის გამომწვევი მიზეზი ხდება: „მაგალითად, სამაგიდო თამაშების შემთხვევაში, მოთამაშე თვითონ ქმნის გრაფიკას, რაც ფანტაზიის განვითარებას უწყობს ხელს, ასევე აქტიურად მუშაობს ტვინის სხვადასხვა ნაწილები, რაც ცუდად არ აისახება ადამიანის ფსიქიკაზე. რაც შეეხება უკვე შემოთავაზებულ გრაფიკას, რომელსაც ქსელური თამაში სთავაზობს, აქ მთავარი აქცენტი ბრძოლასა და გამარჯვების სურვილზეა. ხშირი თამაშის შემთხვევაში, დამარცხებაც ხშირია, ეს განცდა კი მოზარდებს და არამარტო მათ, აგრესიულს ხდის“, – ამბობს ფსიქოლოგი სოფიო თავაძე.

საბრძოლო ქსელური თამაშები ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოციალ ქსელში კი უამრავი ჯგუფია შექმნილი, სადაც მოთამაშეები სტრატეგიებს განიხილავენ.

ვინ და რატომ თამაშობს ინტერნეტ თამაშებს – ‘გეიმერები’ ახალციხიდან

[რობი ზარიძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

”კომპიუტერული თამაშები და მოზარდები”
რა ტიპის დარღვევებით მიმართავენ ბავშვთა განვითარების ცენტრს ახალციხეში
„მოთამაშე წამლის ფულსაც  კაზინოში დახარჯავს“ –ეკონომისტები სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობენ
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ პირველ ლიგაში პირველ თამაშს გამართავს
შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას
‘მესხეთმა ‘ რეგიონულ ლიგაში თამაში დაიწყო
კლუბი 'ზარზმა' - ქალთა უმაღლესი ლიგის დებიუტანტები სამცხე-ჯავახეთიდან