FM97.5 / LIVE

აშშ: ‘შეწყდეს საქართველოს ტერიტორიის არაკანონიერი ოკუპაცია’

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.08.2019
მეთხუთმეტე დღეა, რუსეთის საოკუპაციო ძალებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვარი გაჰყავს.

აშშ: ‘შეწყდეს საქართველოს ტერიტორიის არაკანონიერი ოკუპაცია’

გამყოფი ღობეები პირველად გუგუტიშვილების და რაზმაძეების სახლებთან აღმართეს.

შვიდ აგვისტომდე ეს ტერიტორია საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ იყო.

დღეს, 22 აგვისტოს, საოკუპციო ხაზთან მიმდინარე უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მორიგი განცხადება გააკეთა.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა აღნიშნა, რომ: „შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ღობის დამონტაჟების გაგრძელებასთან დაკავშირებით“.
შეერთებული შტატები მოითხოვს „ღობისა და სხვა ბარიერების მშენებლობის პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია, ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე პოზიციებზე და შეუზღუდავი წვდომა მისცეს ჰუმანიტარული დახმარებას მიწოდებას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მკაფიო ვალდებულებების თანახმად." [წყარო – რადიო "თავისუფლება"]

პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე ამბობს რომ ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება იქნება ყველაზე დიდი გარანტი სახელმწიფოს მთლიანობისა.

„ეს ამოცანა, რომ საქართველო ეკონომიკურად მყარად ფეხზე უნდა დადგეს, აუცილებლად გადასაჭრელია. დაუშვათ, დღეს გადაწევს რუსეთი ორი მეტრით ღობეს, ქვეყანამ ისე უნდა მოამწიფოს საქმე, რომ აფხაზებმა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა ოსებმა თავად გადმოსწიონ ოცი მეტრით ღობე აქეთ ან სულაც გაანადგურონ“, – ამბობს პოლიტოლოგი და ამატებს: „ამ თვალსაჩინო უკეთესობის სხვაობას თუ მივაღწევთ, მაშინ მათ მოუნდებათ კარგად აწყობილ ქვეყანაში ცხოვრება და არა ისეთში, როგორც ახლა არიან. როგორც მითხრეს, სოხუმში ომის შემდეგ არაფერი შეცვლილა. გავიხსენოთ, ფედერაციულ გერმანიაში ხალხი სიცოცხლის რისკის ფასად გადარბოდა. ეკონომიკური სიძლიერის შემთხვევაში, ჩვენც ასეთ სურათს მივიღებთ“.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მოვუწოდებთ მხარეებს, თავიდან აირიდონ ესკალაცია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე
„რუსთავი 2“–ის საქმეზე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა
რუსეთ–საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს
რა არის ამერიკის შეერთებული შტატების როლი  საქართველოს უსაფრთხოებაში?
სენატორი ბენ კარდინი: 'საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამიზიარა შეშფოთება რუსეთის განუწყვეტელი ზეწოლის შესახებ' [R]
ისტორიკოსები: პუტინის საკუთარ ვერსიას არაფერი აქვს საერთო ისტორიასთან