FM97.5 / LIVE

'ნინოწმინდაში სექსუალური შევიწროების ბევრი ფაქტია' - ნარინე გინოსიანი

მთავარისიახლე, სამართალი 22.08.2019
პირადი გამოცდილება და სექსუალური შევიწროების მაგალითები ნინოწმინდაში - ამ თემებზე ქალთა ორგანიზაცია „პაროსის“ წარმომადგენელმა ნარინე გინოსიანმა ახალციხეში შეხვედრა გამართა.

'ნინოწმინდაში სექსუალური შევიწროების ბევრი ფაქტია' - ნარინე გინოსიანი

შეხვედრა დღეს, 22 აგვისტოს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ნარინე გინოსიანმა, რომელიც ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში დებს ბრალს, მესამე სექტორს ნინოწმინდაში არსებული სიტუაცია გააცნო.

„ძალიან ხშირად ხდება ქალზე ძალადობა ნინოწმინდის სოფლებში. აქ, ძირითადად, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. კაცებს სხვანაირი წარმოდგენა აქვთ ქალთა უფლებებზე და ფიქრობენ, რომ ქალი მხოლოდ ბაღსა და სკოლაში უნდა მუშაობდეს ანუ იქ, სადაც მხოლოდ ქალები არიან. ვცდილობდით ქალების დახმარებას, ამიტომ სოფლებში მოხალისეები გვყავდა, რომლებსაც ხელფასს ვუხდიდით, რომ შეეკრიბათ ქალები და შეხვედრები ჩაეტარებინათ, მაგრამ ქალებმა მალევე თქვეს უარი ასეთ შეხვედრებზე“, - ამბობს ნარინე გინოსიანი.

მისივე თქმით, ასეთი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იგი თავად იყო, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მსგავს თემებზე ხმამაღლა ლაპარაკი დაეწყო: „იყო შემთხვევები, რომ ქალმა უარი თქვა მისთვის მიუღებელ წინადადებაზე და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასევე, მისი დაშინება ხდებოდა. მაგალითად, როცა ჩვენ ვხსნიდით საბავშვო ბაღს, ბევრი შემთხვევა იყო, როცა ცდილობდნენ ჩემი ქმრითა და ოჯახით ზეგავლენა მოეხდინათ ჩემზე“, – ამბობს გინოსიანი.

მან ასევე ბოლოს მომხდარი გახმაურებული შემთხვევა გაიხსენა, რომელიც მის მიმართ მაჟორიტარი დეპუტატის მხრიდან სექსუალური შევიწროებას ეხებოდა.

შეხვედრაზე, გინოსიანის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ საქმის მასალებზე ისაუბრა და გამოიძიებას ზღაპარი უწოდა.

"მასალებიდან ირკვევა, რომ ბენზინის დანახარჯებზე აკეთებდნენ აქცენტებს. გადაამოწმეს ნინოწმინდა–ახალციხე–ახალქალაქის ბენზინ გასამართი სადგურები. შეადარეს ეს ლიმიტირებული ბარათები, რომლებიც მას ჰქონდა, იწყებდნენ იმის დადგენას, რამდენი ლიტრით მეტი ჩაასხა ნარინემ ბენზინი, რომ რაღაც 10 ლიტრი მაინც სადმე ამოეგდოთ რომ ზედმეტი დანახარჯი, არამიზნობრივად გაიხარჯა“, – განმარტა ადვოკატმა.

დღევანდელ შეხვედრას ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

'ნინოწმინდაში სექსუალური შევიწროების ბევრი ფაქტია' - ნარინე გინოსიანი

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაღების გაერთიანების დირექტორისა და დეპუტატის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს
'მკოიანს სექსუალური კონტაქტის დამყარება უნდოდა, უარის გამო სამაგიერო გადამიხადა' - ბაღების დირექტორი პასუხისგებაში მისცეს
ენზელ მკოიანის წინააღმდეგ პროკურატურას ძიება არ დაუწყია
‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს
დეპუტატის და დირექტორის დაპირისპირებაში ორგანიზაცია ‘საფარი’ ერთვება
შსს: 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოვლინდა
'ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები გაჟღერდა' – ენზელ მკოიანი განცხადებას ავრცელებს