FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.08.2019
2019 წლის იანვარი–ივნისის პერიოდში, სამცხე–ჯავახეთს გასულ წელთან შედარებით, 24 583 ვიზიტორით ნაკლები ეწვია.

სამცხე–ჯავახეთში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ივნისის ჩათვლით, სამცხე-ჯავახეთს 65 252 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მცირეა. 2018 წელს, ექვს თვეში რეგიონში სულ 89 835 საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ „სამხრეთის კარიბჭესთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ვიზიტორთა რაოდენობა რეგიონის მთავარ ტურისტულ ობიექტებზეც შემცირდა.

ბორჯომში მინერალურ წყლებს, ლიკანს, მწვანე მონასტერს, ტიმოთესუბანს, ეროვნულ პარკს და მუნიციპალიტეტის სხვა ტურისტულ ობიექტებს 2018 წლის პირველ კვარტალში 37 192 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. 2019 წლის პირველ კვარტალში კი - 14 698.

ბაკურიანს 2018 წლის პირველ კვარტალში 29 279 ვიზიტორი ეწვია, 2019 წლის ამავე პერიოდში კი, 20 079.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვარძიის, ვანის ქვაბების, საფარისა და ხერთვისის ვიზიტორებს აჯამებს. ამ ობიექტებს 2018 წელს 3 730 უცხოელი ეწვია, 2019 წლის პირველ კვარტალში კი 1 378.

მკვეთრად შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ახალციხის ციხეზეც. მიმდინარე წლის იარვარ-მარტის პერიოდში, ციხეს 12 791 ვიზიტორი ესტუმრა, შარშან ამავე პერიოდში - 29 594 ვიზიტორი აღირიცხა.

ინფორმაცია, ნინოწმინდასა და ახალქალაქში ვიზიტორთა რაოდენობის შესახებ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას არ გააჩნია. ამის მიზეზად, ადმინისტრაციაში ვიზიტორთა დათვლის მეთოდოლოგიას ასახელებენ: „ტურისტებს ვეკითხებით, თუ რა ადგილები მოინახულეს ქვეყანაში, ტურისტიც ადგილს წერს და არა მუნიციპალიტეტს, ამიტომ ვერ გეტყვით რამდენი ეწვია ახალქალაქს ან ნინოწმინდას“, – განმარტავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, გიორგი ბრეგაძე.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


16.07.2020 ‘აგვისტოში 1 500-მდე ვაკანსია გამოცხადდება’ - მასწავლებელთა ეროვნული ცენტრი

16.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ბიოლოგიაში აბარებენ

16.07.2020 სოფიო გორგოძე ახალციხეში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 ‘ორ დღეს ვაძლევ ვაჟა ჩიტაშვილს რომ თავისი ფარები მოაშოროს’ - ბესიკ ამირანაშვილი [ვიდეო]

14.07.2020 ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტიდან’ 10 000 ლარამდე გახარჯა

14.07.2020 4 დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი

14.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განთავსდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის დირექტორი: 'ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკაში ცდომილებაა'
2018 წელს ‘ახალციხის ციხეს’ 152 752 ვიზიტორი ესტუმრა
გასულ წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს 7 თვეში 1 283 ვიზიტორი ესტუმრა
ახალციხის ციხეს 2019 წელს 159 828 ვიზიტორი ესტუმრა
ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა 23.5%-ით გაიზარდა
“ახალციხის ციხეს“  2017 წელს 141 591 ვიზიტორი ჰყავდა