FM97.5 / LIVE

ემუქრება თუ არა საქართველოს რადიაციული საფრთხე

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.08.2019
რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, 8 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას საქართველოში რადიაციული ფონის ცვლილებაზე ზეგავლენა არ ჰქონია, ამის შესახებ საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში საუბრობენ.

ემუქრება თუ არა საქართველოს რადიაციული საფრთხე

სააგენტო „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვასილ გედევანიშვილი ამბობს, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალური სადგურები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქვს, სადაც ზომავენ სხვადასხვა მაჩვენებლებს ქვეყანაში, მათ შორის, რადიაციის დონეს.

„8 აგვისტოდან, როცა აფეთქების შესახებ გახდა ცნობილი, ვაკვირდებოდით მონაცემებს და ბოლო თვეების, დღეების განმავლობაში რადიაციული დონის ცვლილება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა. დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ გაზომვების საფუძველზე, რომ არანაირი გავლენა 8 აგვისტოს აფეთქებას საქართველოზე არ მოუხდენია.

საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრია, გაეროს ორგანიზაციის, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არეგულირებს რადიაციულ საკითხებს. კონვენციის საფუძველზე ეს ორგანიზაცია სახელმწიფოებს ვალდებულებებს უწესებს, გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფოსგან შემდგარი სპეციალური ქსელიც და ინფორმაციას ვიღებთ ბირთვულ ინციდენტებზე. რაიმე ტიპის ინფორმაცია სადმე რადიაციული მატების შესახებ არ მიგვიღია,“ – ამბობს ვასილ გედევანიშვილი.

ბირთვული ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლესინა ზერბომ ტვიტერზე 18 აგვისტოს გამოაქვეყნა აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციული ღრუბლის სავარაუდო გავრცელების მარშრუტი, სადაც მთელი კავკასიაა მოქცეული, მათ შორის საქართველო.

„რაიმე საფრთხის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად გავრცელდებოდა ინფორმაცია, რაც არ მომხდარა. ჩვენი მხრივ, დავუკავშირდით ნორვეგიის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ახლომდებარე რეგიონია აფეთქების ადგილთან. მათაც აქვთ მსგავსი აპარატურა და გაცილებით უკეთესი, ვიდრე ჩვენ. გვითხრეს, რომ იქაც რადიაციული ფონის მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა. დავუკავშირდით ასევე უკრაინას. ახლო სახელმწიფოებშიც კი არ დაფიქრებულა რადიაციული ფონის მატება. არანაირი კვალი და საფრთხე არ არსებობს,“ – აცხადებს ვასილ გედევანიშვილი.

ბირთვული აფეთქება არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკში მდებარე ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე 8 აგვისტოს მოხდა. ოფიციალური მოსკოვი აფეთქებიდან მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რადიაციამ 2-ჯერ მოიმატა, რაც, მათი განმარტებით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ დრომდე კი ოფიციალური რუსეთი რადიაციის დონის, გავრცელების მარშრუტების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას აღარ ასაჯაროებს.

წყარო: ნეტგაზეთი

[sknews.ge]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

05.12.2019 ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს

05.12.2019 ახალციხეს 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

საქართველო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა
გარემოს სააგენტო არ ადასტურებს ინფორმაციას  ზამთრის ანომალურობის შესახებ
შესწორება: 22 აგვისტოს  წყალთბილაში ხანძარი არ ყოფილა
პრემიერ მინისტრი: დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე ორი პირი დააკავეს
სტაჟირება ფიზიკის მასწავლებლებისთვის ჟენევის ბირთვულ კვლევით ცენტრში
სომხეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა
მტკვარზე წყლის დონის ავტომატურ მზომს აყენებენ