FM97.5 / LIVE

‘რუსთავი 2’ – მოვლენების ქრონოლოგია

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.08.2019
ამ დროისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის საინფორმაციო გადაცემა ეთერში არ გადის. არხს ჟურნალისტები ტოვებენ.

‘რუსთავი 2’ – მოვლენების ქრონოლოგია

დღეს, 22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ არხი დატოვა „შაბათის შუადღის“ წამყვანებმა: ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა.

დღესვე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ჟურნალისტების მიერ „რუსთავი 2“-ის დატოვების ფაქტზე განცხადება გაავრცელა:

„...მიგვაჩნია, რომ ახალი მენეჯმენტი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ღიად ცდილობს. ცხადია, ყოველივე ეს მმართველი პარტია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” ინტერესს წარმოადგენს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბიზნესმენმა, ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს გადაიფორმა. არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დაინიშნა, რომელმაც ნიკა გვარამია შეცვალა.

17 აგვისტოს, ნიკა გვარამიამ ახალი არხი დააფუძნა.

20 აგვისტოს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომელი: ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„რუსთავი 2“–ის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზად „ინტერესთა კონფლიქტი“ და „შიდა ომები“ დაასახელა.

ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილების შემდეგ, არხი დატოვეს საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

არხი ასევე დატოვა სამოცამდე ჟურნალისტმა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, მზად არის ისინი მთავარ არხზე დაასაქმოს.
ამ დროისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა ეთერში არ გადის.

არხი მაუწყებლობას საინფორმაციო პროგრამების გარეშე აგრძელებს.

„რუსთავი 2“ დატოვეს გადაცემა „კვირის სხვა შუადღის“ წამყვანებმაც ლევან ბუთხუზმა, სალომე დადუნაშვილმა და ლევან ღამბაშიძემ.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია ‘მთავარი არხი’ დააფუძნა
ნიკა გვარამია ‘რუსთავი 2’–ის გენერალური დირექტორი აღარ არის
‘რუსთავი 2’ საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა
'რუსთავი 2-ის' ჟურნალისტების შეთავაზებაზე საბჭო შექმნილიყო, ხალვაშმა უარი თქვა
ნიკა გვარამია: ხელისუფლებამ "რუსთავი 2" დახურა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოხმაურებები ‘რუსთავი 2’-ის საქმეზე
ტელეკომპანია ”რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა