FM97.5 / LIVE

ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზა გაწმინდეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.08.2019
ახალქალაქში, ვარძია–გოგაშენის გზაზე, სადაც მეწყერი ორჯერ ჩამოწვა გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. მიმდებარედ ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოებიც.

ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზა გაწმინდეს

ვარძია–გოგაშენის გზა, დღეს, 21 აგვისტოს გაიხსნა. აქ გაწმენდითი სამუშაოები თითქმის ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„დამეწყრილი გზა სრულად გაწმენდილია და გახსნილია. მთიდან ჩამოყრილი დიდი ლოდები ტერასულად დავაწყეთ და გავამაგრეთ დამეწყრილი ტერიტორია“, – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, ახალქალაქის მერია შეიმუშავებს პროექტს და მომავალ წელს გზის სხვა მონაკვეთებზე გამაგრებით სამუშაოებს ჩაატარებს.

ვარძია–გოგაშენის გზაზე, მეწყერი პირველად 13 მაისს ჩამოწვა. ადგილი გეოლოგებმა შეისწავლეს. მათი რეკომენდაციით, გზის აღდგენა შესაძლებელი იყო, თუმცა მეწყერული პროცესების განმეორებას ისევ ვარაუდობდნენ, ასეც მოხდა, აქ მეწყერი 13 ივნისს ისევ განმეორდა. გზის გაწმენდითი სამუშაოებისათვის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჯამში 400 000 ლარამდე გამოყო.

ვარძია–გოგაშენის გზაზე გაწმენდით სამუშაოებს შპს „ასტორია“´ასრულებდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის შესწავლა გეოლოგებმა დაიწყეს
ვარძია–გოგაშენის გზაზე მეწყერი განმეორდა, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან
გოგაშენი–ვარძიის გზის გაწმენდა ერთ კვირაში დასრულდება
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდა დაიწყო
ვარძია–გოგაშენის გზის გაწმენდა ხვალიდან გაგრძელდება
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდას ფინანსთა სამინისტრო დააფინანსებს
გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს