FM97.5 / LIVE

ტიმოთესუბნის ტაძარში ჩადგმულ ხის კარადას დაშლიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.08.2019
ბორჯომში, ტიმოთესუბნის ტაძარში, საყოფაცხოვრებო დანიშნულების კარადას დაშლიან და მის ნაცვლად ჩადგამენ ახალ ხის კონსტრუქციას, რომელიც ტაძრის იერსახესთან მისადაგებული იქნება. ეს გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, სასულიერო პირებთან შეთანხმებით მიიღო.

ტიმოთესუბნის ტაძარში ჩადგმულ ხის კარადას დაშლიან

ტიმოთესუბანში, მთავარ ტაძარში ჩადგმული საყოფაცხოვრებო დანიშნულების, თანამედროვე სათავსოს შესასწავლად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები 20 აგვისტოს იმყოფებოდნენ.

მათი ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და სასულიერო პირებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ტაძარში არსებული სათავსო ხის კონსტრუქციით უნდა ჩანაცვლდეს. მანამდე კი, სააგენტოს არქიტექტორები ახალი კონსტრუქციის ესკიზს მოამზადებენ.

„რადგანაც ეს სათავსო წარმოადგენს აუცილებლობას ღვთისმსახურების პროცესში, ადგილობრივ არქიმანდრიტთან შეთანხმებით, ეს ნაგებობა დარჩება იქამდე, სანამ ჩანაცვლდება ხის მსუბუქი კონსტრუქციით, რომელსაც დანიშნულება ექნება ისევ საყოფაცხოვრებო, მაგრამ იქნება მაქსიმალურად მისადაგებული ტაძრის არქიტექტურულ იერსახესთან“, - განმარტავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ბექა ბარამიძე.

მისივე თქმით, ტაძარში არსებულ სათავსოს XIII საუკუნის ძეგლის დაზიანება არ გამოუწვევია, თუმცა იგი ტაძრის ინტერიერისთვის შეუსაბამო იყო: „ძეგლი არ იყო დაზიანებული, წინასწარ გვქონდა ვარაუდი, რომ ხის კონსტრუქცია ისე იყო ჩამდგარი, რომ არანაირი ზეგავლენა ძეგლის არქიტექტურაზე მას არ მოუხდენია. უბრალოდ, ის იყო შეუსაბამო ინტერიერისთვის“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსზე უნებართვო ქმედება გამოვლინდა. სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა.

ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იერომიელი ტაძრის ტერიტორიაზე ჩაშენებული კარადის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარადა რამდენიმე წელია, ამ ადგილზე იდგა: „არანაირი ჩაშენება, არანაირი დაზიანება არ მომხდარა. ჩაშავებული და ჩამონგრეული კედელი დაიფარა კიდეც, გარდა იმისა, რომ მიიღო თავისი ფუნქციური დატვირთვა. ეს კარადა წლების განმავლობაში დგას აქ, მოსულან და უნახავთ, თუნდაც სააგენტოს თანამშრომლებს და არანაირი შენიშვნა, გაკვირვება და განცვიფრება არ გამოუხატავთ“, - განმარტა ტაძრის წინამძღვარმა.

ბორჯომის სოფელ ტიმთესუბანში სამონასტრო კომპლექსი XI-XVII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს წარმოადგენს, რომლის მთავარი ნეგაბობაა XII-XIII საუკუნეების ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ტიმოთესუბნის ტაძარში სათავსო უნებართვოდ ჩააშენეს
ჭერულას ტაძრის გალავანში ჩადგმულ ფანჩატურს დაშლიან
გურკელში ნაპოვნი ჭურჭელი გვიანი შუა საუკუნეების ქვევრია
ეროვნული სააგენტოს და საპატრიარქოს შეთახმება აწყვიტის დაზიანებულ სამარხებზე
ახალქალაქის მერია: ‘ჭერულას ტაძრის გალავანში მდგარი ფანჩატური დავშალეთ’
სოფელ წყორძაში ტაძრის გარშემო დაგებულ ასფალტს აიღებენ
ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]