FM97.5 / LIVE

სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.08.2019
ახალციხის სოფელ ტყემლანაში, გაგლოევების ოჯახში მცხოვრებ ექვს მცირეწლოვანს მინდობით აღზრდაში აღარ გადაიყვანენ, ამის შესახებ, სოციალური სააგენტოში აცხადებენ.

სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

სოფელ ტყემლანაში მცხოვრებ რვასულიან ოჯახს, მძიმე სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სოციალურმა სააგენტომ გარკვეული დრო მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტოში ამბობდნენ, რომ ექვსი მცირეწლოვანი მინდობით აღზრდაში უნდა გადაეყვანათ.

გაგლოევების ოჯახი სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება: „ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაყვანა, ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის. ამის ნაცვლად, არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად, ოჯახის გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს“, – განმარტავს სოციალური მუშაკი.

მრავალშვილიან ოჯახს სახლში საყოფაცხოვრებო ავეჯი და ტექნიკა არ ჰქონდა, ფანჯრებში კი, მინის ნაცვლად, პოლიეთილენის პარკი იყო აკრული.

ბავშვების დედის, ნათია მელიქიძის თქმით, სოციალური მუშაკის შენიშვნები გაითვალისწინეს: „სახლში ფანჯრები უკვე ჩავსვით, ნაწილს რამდენიმე დღეში ჩავსვამთ. ამასთან ერთად, საქველმოქმედო ფონდი, სხვა ორგანიზაციებთან ერთად დაგვეხმარა და მოგვცეს მაცივარი, ასევე სხვადასხვა ნივთები ბავშვებისთვის“.

ოჯახის მძიმე სოციალური პირობების შესახებ, ინფორმაცია 17 ივლისს გაავრცელა საქველმოქმედო ორგანიზაციამ "ერთად შევძლებთ".

მას შემდეგ, ფონდმა ოჯახის დახმარების მიზნით კამპანია დაიწყო, 11 აგვისტოს კი საყოფაცხოვრებო ნივთებით დაეხმარა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ტყემლანაში ექვსი მცირეწლოვანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს [ფოტო/ვიდეო]
ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა
სოციალური კამპანია ახალდაბაში ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად
სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე

ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება