FM97.5 / LIVE

სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.08.2019
დღეს, 20 აგვისტოს პროექტ „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში, ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. კონკურსში წარდგენილი 122 ინიციატივიდან, გადარჩევის შედეგად, 83 შეირჩა.

სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

გადარჩეული 83 ინიციატივისთვის, ხმის მიცემა მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ.

საკუთარი პოზიციის დაფიქსირებამდე, მათ მოკლე კითხვარი უნდა შეავსონ, სადაც მითითებული იქნება პირადი ნომერი, იმის დასადასტურებლად, რომ მოქალაქე ნამდვილად ახალციხის მუნიციპალიტეტიდანაა. სხვა შემთხვევაში, დაფიქსირებული ხმა არ მიიღება.

ხმის მიცემის პროცესი პირველ ნოემბერს დასრულდება.

ახალციხის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელის, ლევან მიქაბერიძეს თქმით, ვებ–გვერდზე ის ინიციატივებიც გამოქვეყნდება, რომლებიც შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა: „ასეთი სულ 39 ინიციატივაა, ყველა გამოქვეყნდება შესაბამისი განმარტებით, თუ რატომ ვერ გადავიდა შემდეგ ეტაპზე“.

პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ესტონური მოდელის ანალოგია. იგი ახალციხეში 2018 წლიდან დაინერგა. პროექტი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში USAID-ის, GGI–ისა და IDFI–ის მხარდაჭერით დაიწყო.

2019 წელს, ახალციხის მერიის გადაწყვეტილებით, პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა და 50 000 ლარის ნაცვლად, 250 000 ლარი გახდა, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეების ხუთი ინიციატივა დაფინანსდება.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

'ერთის ნაცვლად, ხუთი დაფინანსდება' - სამოქალაქო ინიციატივების ბიუჯეტი გაიზარდა
‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ – ინოვაციური პროექტი ახალციხელებისთვის ®
'დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი', პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება [R]
ახალციხის მერია ადგილობრივებს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩართვას სთავაზობს
ახალციხის მერია 40 პროექტიდან იმას განახორციელებს, რომელსაც ხალხი მისცემს ხმას
გამოკითხვა: რის შეცვლა სურთ ახალციხელებს საკუთარ ქალაქში [ვიდეო]
საარჩევნო უბნები გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო