FM97.5 / LIVE

ახალქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.08.2019
ახალქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი - „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში“ ჩატარდა.

ახალქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა

ტრენინგი მიზნად ისახავდა მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის მოდელებისა და ფორმების სწავლებას იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა შეძლოს მომდევნო წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვა.

ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობის მოქალაქეებთან კომუნიკაციის ფორმებზე, რომლებიც შესაცვლელია, ვინაიდან ხშირად, არასწორი ფორმების გამო, მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელებაში ვერ უზრუნველყოფს.

ტრენინგი გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” – ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ – “საქართველოს მედია-კლუბმა” ჩაატარა.

“პროექტის მიზანია, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დაინერგოს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა, რისთვისაც, პირველ ეტაპზე, მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ვატარებთ ტრენინგებს და ვაცნობთ მსოფლიოში არსებულ მოდელებს იმისათვის, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის შემდეგ მოხელეებს უკვე ჰქონდეთ ცოდნა, თუ რას ნიშნავს მონაწილეობითი ბიუჯეტი და როგორ უნდა ჩართონ მაქსიმალურად ბევრი მოქალაქე ამ პროცესში. მეორე ეტაპზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად, შევარჩევთ მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე შესაფერის და მისაღებ მოდელს, რის შემდეგაც დაიწყება მისი დანერგვა. გარდა ამისა, თვითმმართველობებს დავეხმარებით, შექმნან კომუნიკაციის სტრატეგიები, რაც ძალიან საჭიროა როგორც მოქალაქეებთან, ისე მედიასთან ურთიერთობისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებს, მეტი ადამიანი ჩართონ ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც, ზოგადად, თვითმმართველობის უპირველესი ამოცანაა”, – განაცხადა ტრენინგის შემდეგ პროექტის დირექტორმა, მაგდა პოპიაშვილმა.

საქართველოს მედია-კლუბმა ანალოგიური ტრენინგები ხაშურში, ქედაში, ფოთსა და ლანჩხუთში უკვე ჩაატარა. უახლოეს პერიოდში ტრენინგების ჩატარება, ასევე, დაგეგმილია ლაგოდეხში, რუსთავში, მცხეთაში, ზესტაფონსა და ონში.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გამარჯვებული პროექტები ‘დაგეგმე შენი ბიუჯეტის’ ფარგლებში [ვიდეო] ®
ახალციხის მერიამ მოქალაქეთა ჩართულობისთვის ჯილდო მიიღო
ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს
ტრენინგი ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების გასააქტიურებლად
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება
'დარეგულირდება არასამეწარმეო იურიდიული პირების ოპტიმიზაციის მექანიზმი' – პრემიერი
‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ – ინოვაციური პროექტი ახალციხელებისთვის ®