FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია: ‘სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ზარალის დათვლა არ დაგვისრულებია’

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.08.2019
ახალციხის მერიის ბალანსზე არსებულ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ხანძრის შედეგად მირებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან.

ახალციხის მერია: ‘სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ზარალის დათვლა არ დაგვისრულებია’

რა ოდენობის ზარალი მიადგა სამხარეო ადმინისტრაციის შენობას, 15 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ამის შესახებ ახალციხის მერიაში ზუსტი პასუხი არ აქვთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზარალი უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი: „ინვენტარის აღწერა მოხდა და ვაჯამებთ“.

ზარალს ითვლიან სამხარეო ადმინისტრაციაშიც: „რაც დაზიანდა, ძირითადად ყველაფერი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ჩვენი მარტო რამდენიმე კომპიუტერი და ერთი კონდიციონერია დაზიანებული. დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გვეცოდინება“, - განმარტავს გუბერნატორის პირველი მოადგილე, შალვა ბერძენიშვილი.

ცეცხლმა შენობაში სამუშო კაბინეტები დააზიანა, რის გამოც, სამხარეო ადმინისტრაციის ათი თანამშრომლი მუშაობას სხვა ოთახებში აგრძელებს.

„ჩვენი ოთახების მოწესრიგებამდე საკონფერენციო დარბაზში ვიმუშავებთ. თუმცა ამ დროისთვის, დენი გამორთული აქვთ, როგორც გვითხრეს, დღის მეორე ნახევარში იქნება და ჩვეულებრივად ვიმუშავებთ“, - ამბობს თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ეკა ორჯონიკიძეა.

15 აგვისტოს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ორი და ინფრასტრუქტურის განყოფილების ერთი ოთახი განადგურდა, სამ კაბინეტში სულ ათი თანამშრომელი მუშაობდა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ამ შენობას არ ვტოვებთ’ – გუბერნიის თანამშრომლები ოთახების გარეშე დარჩნენ
'ზარალი 300 000 ლარამდეა' – მერიამ სამხარეო ადმინისტრაციაში ხანძრის შედეგები დაითვალა
სამხარეო ადმინისტრაციის დაზიანებულ ნაწილში წვიმა ჩადის [ფოტო]
შსს: სამხარეო ადმინისტრაციის შენობის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია [ვიდეო]
სამხარეო ადმინისტრაციამ გაწმენდითი სამუშაოები და ზარალის დათვლა დაიწყო [ვიდეო]
სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქციაზე არ მიდიან