FM97.5 / LIVE

ახალციხეში რვასართულიან კორპუსში ბუნკერების დეზინფექციას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.08.2019
ახალციხეში, რვასართულიანი კორპუსის სადარბაზოებში არსებულ ბუნკერებს დეზინფექცია სჭირდება. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაბინძურებულ ბუნკერებში მღრღნელები მომრავლდნენ და გაუსაძლისი სუნი ბინებში აღწევს.

ახალციხეში რვასართულიან კორპუსში ბუნკერების დეზინფექციას ითხოვენ

რვასართულიანი კორპუსის სამივე სადარბაზოში, ყველა სართულზე ნაგვის ბუნკერებია განთავსებული. აქ მცხოვრებლებს ნარჩენების გადაყრა სადარბაზოდან გაუსვლელად შეუძლიათ.

ბუნკერებიდან ნაგავი „კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლებს გააქვთ, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ბუნკერებს დეზინფექცია არ უტარდება, ამიტომ ირგვლივ ანტისანიტარიაა.

„ვაგდებთ ნაგავს და ჩადის დაბლა. კი, მიაქვთ მაგრამ, არც დეზინფექცია უტარდება და არც ასუფთავებენ წესიერად ბუნკერებს. სანაგვის კარიც იშვიათად იკეტება, ამიტომ ნაგავი უკან ცვივა, საშინელი სუნი გამოდის და ანტისანიტარიაა. ხოჭოები, ბუზები და თაგვები ეხვევიან“, – ამბობენ რვასართულიანის მცხოვრებლები.

მათ ნაწილს ბუნკერების გაუქმება სურს, შედარებით მაღალ სართულებზე მცხოვრებლები კი გაუქმების ინიციატივას ეწინააღმდეგებიან.
„გაუქმება არ გვაწყობს, ჩვენ მაღლა ვცხოვრობთ და მე, მაგალითად, სახლში ბავშვი მყავს. შეიძლება ვერ გავიდე ნაგვის გადასაყრელად გარეთ, თუმცა ის, რომ ბუნკერებს ხშირად სჭირდება დეზინფექცია და გაწმენდა, ფაქტია. წელიწადში ერთხელ მაინც გაასუფთაონ“, – ამბობს შორენა მსხვილიძე.

კორპუსში ჩაშენებული ბუნკერების გასუფთავებაზე პასუხისმგებელი ახალციხის მერიის დასუფთავების სამსახური, შპს „კეთილმოწყობაა“. თვითმმართველობის ინფორმაციით, მთავარ ბუნკერს, სადაც სართულებიდან ჩაყრილი ნაგავი გროვდება, კვირაში ორჯერ წმენდენ. მათივე თქმით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, დაქლორვით სამუშაოებს ჩაატარებენ, ამასთავანე ბუნკერები წყლის ჭვლით ჩაირეცხება.

„ჩვენი „კეთილმოწყობის“ სამსახური კვირაში ორჯერ მიდის მანდ და გააქვს ნაგავი, არ გროვდება ბევრი, თორე უფრო ხშირად მივიდოდნენ. ამას გარდა, მოსახლეობას ახლა გავაფრთხილებთ, რომ ხვალ და ზეგ არ ჩაყარონ ნაგავი, რათა ბუნკერები ქლორით დავამუშაოთ და გავწმინდოთ“, – გვითხრეს მერიაში.

ახალციხეში რვასართულიან კორპუსში ბუნკერების დეზინფექციას ითხოვენ

ახალციხეში რვასართულიან კორპუსში ბუნკერების დეზინფექციას ითხოვენ

ახალციხეში რვასართულიან კორპუსში ბუნკერების დეზინფექციას ითხოვენ

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘რვასართულიანების’ სადარბაზოებში ბუნკერები გაწმინდეს
ნარჩენების სუნი ახალციხეში რვასართულიანი კორპუსის ბუნკერიდან არა მხოლოდ ადგილობრივებს აწუხებთ
‘ნაგავს ტომრებით ავტოფარეხში ვინახავთ’– სამსონიძის ქუჩაზე ბუნკერების დადგმას ითხოვენ
თამარაშვილის N25–ში მცხოვრებლები ეზოდან ნაგვის გატანას ითხოვენ
რატომ არ გააქვთ გრიგოლ ხანძთელის ქუჩიდან სეტყვისა და ნაგვის ნარჩენი
ახალი ნაგვის ურნები მეზობლებს შორის უთანხმოების  მიზეზი გახდა
ახალციხეში სამსონიძის ქუჩაზე ნაგვის ურნები დადგეს