FM97.5 / LIVE

'შოთაობის' სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.08.2019
"შოთაობის" სახალხო დღესასწაული, ვარძიის ნაცვლად, სოფელ რუსთავში გაიმართება. ღონისძიების მოწყობისთვის, ასპინძის მერია ტენდერს 20 313 ლარზე აცხადებს.

'შოთაობის' სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში გაიმართება

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, „შოთაობის“ დღესასწაული 28 სექტემბერს ასპინძის სოფელ რუსთავში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

დღესასწაულის პროგრამით გათვალისწინებულია:

საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;

ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა;

მესხური ტრადიციებისა და სამზარეულოს წარმოჩენის მიზნით, მესხური ოდა-პავილიონების მოწყობა, სადაც ასპინძის მუნიციპალტეტში შემავალი სოფლები, სტუმრებს ტრადიციულ სამზარეულოს გააცნობენ;

გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება;

კულტურული ღონისძიებების პარალელურად, იგეგმება სპორტული ღონისძიებებიც: ქართული ჭიდაობაში, ჯილდაობასა (ქვის აზიდვა) და მაკლავჭიდში.

"შოთაობის" სახალხო დღესასწაული 2008 წლიდან აღდგა და იგი სოფელ რუსთავის ტერიტორიაზე იმართებოდა. 2013 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცვლილებასთან ერთდ, ღონისძიების ჩატარების ადგილიც შეიცვალა და მან რუსთავიდან ვარძიაში გადაინაცვლა. ექვსი წლის შემდეგ, "შოთაობა" ისევ სოფელ რუსთავში გაიმართება.

"ვარძიის ტერიტორიაზე მშენებლობებია. ადგილი აღარ არის, სადაც შეიძლება ჩავატაროთ ღონისძება და გადმოვიტანეთ ისევ რუსთავში. ადგილი, სადაც გასულ წელს გავმართეთ ღონისძიება კერძო მესაკუთრისაა და ადრე ვიღებდით ხოლმე ნებართვას. ახლა, უბრალოდ, ისევ დავაბრუნეთ თავის ადგილზე და ჩატარდება რუსთავში", - აცხადებს ასპინძის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ოთარ ცინაძე.

შოთაობისთვის ტენდერი 20 313 ლარზე ცხადდება, წინადადებების მიღება 22 აგვისტოს დასრულდება.

ამავე თემაზე ნახეთ:

„ოცნებამ“ „შოთაობის“ სახალხო დღესასწაულზე „ნაციონალები“ არ დაპატიჟა?

ხელისუფლება ვარძიაში, ოპოზიცია რუსთავში – სახალხო დღესასწაულის პოლიტიკური ელფერი

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

მოესწრება თუ არა ასპინძაში ‘შოთაობის’ ორგანიზება – ტენდერი მეორედ გამოცხადდა
‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
ასპინძის მერია 'შოთაობისთვის' ემზადება
ხელისუფლება ვარძიაში, ოპოზიცია რუსთავში – სახალხო დღესასწაულის პოლიტიკური ელფერი
26 სექტემბერს ვარძიაში 'შოთაობის' დღესასწაულს იზეიმებენ
ასპინძაში 'შოთაობას' ზეიმობენ
‘შოთაობისთვის’ ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკებით 16 ათასამდე ლარზე გაფორმდა