FM97.5 / LIVE

'ერთის ნაცვლად, ხუთი დაფინანსდება' - სამოქალაქო ინიციატივების ბიუჯეტი გაიზარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.08.2019
პროექტის „დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“ ფარგლებში, ერთის ნაცვლად, ხუთი პროექტი დაფინანსდება. სამოქალაქო ინიციატივებისთვის ბიუჯეტი ხუთჯერ გაიზარდა და 50 000-ის ნაცვლად, 250 000 ლარი გახდა.

'ერთის ნაცვლად, ხუთი დაფინანსდება' - სამოქალაქო ინიციატივების ბიუჯეტი გაიზარდა

ახალციხის მერიის ინფორმაციით, სამოქალაქო ინიციატივების დასაფინანსებლად, ბიუჯეტის გაზრდა მოქალაქეთა წახალისების მიზნით მოხდა.

„უამრავი ინიციატივა იყო, როგორც სოფლებიდან, ასევე ქალაქიდან და მოქალაქეთა ჩართულობის წასახალისებლად, ბიუჯეტის გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განმარტავს ახალციხის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, ლევან მიქაბერიძე.

მისივე თქმით, გამარჯვებული პროექტებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, სამუშაობი 2020 წლისთვის გაიწერება და ახალციხის მერია განახორციელებს.

სამოქალაქო ინიციატივების ონლაინ პორტალზე, წინადადებების წარდგენის ვადა 20 აგვისტოს დასრულდება. რის შემდეგაც, საუკეთესო ინიციატივა ხმათა უმარვლესობით შეირჩევა.

მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის, მოქლააქეების მიერ წარდგენილი ინიციატივების გადარჩევა მიმდინარეობს. ვებ-გვერდზე სულ 122 ინიციატივაა შესული, ეტაპობრივად, გადარჩევის შედეგად, მათი რაოდენობა მცირდება.

ინიციატივების უმრავლესობა სოფლებში, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების და სასმელ-სანიაღვრე წყლების მოწყობას ითვალისწინებს.

ახალციხელ არჩილ ჩხიტუნიძეს 45 ათას ლარად, თამარ მეფის ძეგლთან სკვერის მოწყობა სურს: „მოეწყოს სკვერი, სადაც განთავსდება დასასვენებელი სკამები, კიბე, დაირგვება დეკორატიული ყვავილები, აგრეთვე მოეწყობა საინფორმაციო დაფა, რომელზეც ასახული იქნება თამარ მეფის მოღვაწეობისა და ისტორიული მოვლენების ამსახველი ფაქტები. წარწერა იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე“, - ვკითხულობთ ინიციატივაში.

ტურიზმის განვითარების მიზნით, ექვსი ახალციხელი გოგო 17 500 ლარს ითხოვს და ადგილობრივებს ექვს პუნქტიან სამოქმედო გეგმასაც აცნობს: „ჩვენს საინიციატივო ჯგუფს თითოეულ ინიციატივაზე აქვს, საკუთარი არგუმენტი, მოსაზრება, შემოთავაზება და მზად ვართ, თვენი მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, თქვენც და საზოგადოებასაც გაგაცნოთ უფრო მეტი დეტალი“.

ვებ-საიტზე ატვირთულ იდეებს შორისაა, ასოციაცია „ტოლერანტის“ ინიციატივა, რომელიც შშმ პირებისთვის საქანელის 3 300 ლარად გაკეთებას მოიცავს.

„ჩვენ წარმოვადგენთ წინადადებას ახალციხის ცენტრალურ პარკში საბავშვო ატრაქციონების გვერდით გამოიყოს ადგილი და დაიდგას ყველა სტანდარტის დაცვით, საქანელა ეტლით მოსარგებლე და სხვა ფიზიკური შეზღუდულობის მქონე შშმ პირთათვის, რომელიც იქნება პირველი პრეცედენტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და ხელს შეუწყობს შშმ პირი ბავშვების გარემოსთან უფრო მეტ ადაპტირებას“, - ვკითხულობთ პროექტის აღწერაში.

'ერთის ნაცვლად, ხუთი დაფინანსდება' - სამოქალაქო ინიციატივების ბიუჯეტი გაიზარდა

მერიის ინფორმაციით, ხმის მიცემის ეტაპამდე ინიციატივები გადახარისხდება: „პროცესში სოფლის რწმუნებულები მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით ჩავრთეთ, სოფლებიდან ბევრი ინიციატივა გამოჩნდა, თუმცა გაიფილტრება, რადგან არის ისეთები, რომელსაც სოფლის მხარდაჭერის და სხვა პროგრამები ისედაც ითვალისწინებს“, - განმარტავს მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა მთავარი სპეციალისტი, ლევან მიქაბერიძე.

გამარჯვებულ იდეას, თავად მოქალაქეები ხმის მიცემის პროცედურით შეარჩევენ.

გასულ წელს, შესული 77 ინიციატივიდან ერთი, თამარ კაპანაძის გამწვანების პროექტმა 44 ხმით გაიმარჯვა. მისთვის 50 000 ლარი, 2019 წლის ბიუჯეტში იყო განსაზღვრული.

პროექტის "დაგეგმე შენი ბიუჯეტი" შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ 8 ივნისს დაწერა, მაშინ სულ 10 ინიციატივა იყო წარდგენილი.

თავდაპირველად, ინიციატივების წარდგენა 21 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოქალაქეთა არასაკმარისი ჩართულობის გამო, 20 აგვისტომდე გადაიწია.

ინიციატივების მერიებისთვის ელექტრონულად წარდგენა ესტონური მოდელია, რომელიც ახალციხეში 2018 წლიდან დაინერგა. პროექტი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში USAID-ის, GGI–ისა და IDFI–ის მხარდაჭერით დაიწყო.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კინოთეატრი, სკვერი და ველობილიკები -  რა სურთ ახალციხელებს
სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
გამოკითხვა: რის შეცვლა სურთ ახალციხელებს საკუთარ ქალაქში [ვიდეო]
‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ - გამარჯვებული პროექტები ცნობილია
ახალციხის მერია 40 პროექტიდან იმას განახორციელებს, რომელსაც ხალხი მისცემს ხმას
'დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი', პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება [R]
გამარჯვებული პროექტები ‘დაგეგმე შენი ბიუჯეტის’ ფარგლებში [ვიდეო] ®