FM97.5 / LIVE

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ‘სამცხე-ჯავახეთში 15 სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა მოხდება’

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.08.2019
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სკოლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაახლოებით ოთხი მილიონი ლარია გამოყოფილი, გარდა ამისა, იგეგმება ახალი სკოლების მშენებლობა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ‘სამცხე-ჯავახეთში 15 სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა მოხდება’

ადიგენში, სოფელ ზარზმისა და მოხეს 160 ბავშვზე გათვლილი სკოლების რეაბილიტაციის პროცესს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გაეცნო.

მინისტრის ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ, სამცხე-ჯავახეთში სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების 65 პროექტი შესრულდება.

„წელს სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 15 რეაბილიტაციის და ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი გვაქვს. ამით გვეძლევა საშუალება, გავზარდოთ როგორც განათლების ხარისხი, ისე სოფელში ჩვენ მოსახლეობას, ბავშვებს მივცეთ წვდომა იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც აუცილებელია მათი ღირსეული ცხოვრებისთვის,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ზარზმის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულება, ხოლო მოხეს სკოლის რეაბილიტაციის დასრულება 2020 წლის პირველივე თვეებში იგეგმება.

სკოლების სრული რეაბილიტაცია ითვალისწინებს საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტული დარბაზების, სპორტული მოედნების და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას. ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა.

დაახლოებით 4 მილიონი ლარია გამოყოფილი რეგიონებში განვითარების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლებისათვის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

ასეთი სახის სამუშაოები რეგიონის 30-ზე მეტ სკოლაში იგეგმება და ამ პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობა წარმართავს. სამუშაოები ჩატარდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მოხისა და ზარზმის სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება
სამცხე–ჯავახეთში სკოლების რეაბილიტაცია იწყება
რომელ სკოლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთში
2016 წელს, სამცხე–ჯავახეთში, 10 სკოლა გარემონტდება და 3 აშენდება
ახალციხის ოთხ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
სამცხე–ჯავახეთში ოთხი სკოლა აშენდება