FM97.5 / LIVE

ბორჯომში საპატიო მოქალაქეები დაასახელეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.08.2019
ბორჯომის საპატიო მოქალაქეებად, პიანისტი თათა (თამარ) ლიჩელი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე დასახელდნენ.

ბორჯომში საპატიო მოქალაქეები დაასახელეს

საპატიო ბორჯომელები ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეარჩია. მათი ინფორმაციით, თამარ ლიჩელი და შალვა გოგოლძე წესდების მიხედვით, რამდენიმე კანდიდატს შორის შეირჩნენ.

„თათა ლიჩელმა ბორჯომში დააარსა „თენგიზ ამირეჯიბის სახელობის კონკურსი“, რომელიც წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. ჩვენ ვთვლით, რომ ლიანა ისაკაძის შემდეგ, მან ბორჯომში ყველაზე კარგ ღონისძიებას ჩაუყარა საფუძველი, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ თათა უნდა ყოფილიყო საპატიო ბორჯომელი. რაც შეეხება შალვა გოგოლაძეს, ისიც ბორჯომელია და სამინისტროში მუშაობს, ყოველთვის მზად არის, რომ ბორჯომის გვერდით იყოს“, - ამბობს ბორჯომის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე.

პიანისტი თათა (თამარ) ლიჩელი სხვადასხვა ეროვული და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. იგი აქტიურ საშემსრულებლო საქმიანობას ეწევა. კონცერტებს მართავს საქართველოსა და უცხოეთში. არის „კლასიკური მუსიკის განვითარების ფონდის“დირექტორი.

„ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი ოდესმე მიმიღია. თემგიზ ამირეჯიბის სახელობის ფესტივალი, რომელსაც უკვე წლებია ვატარებ ბორჯომში, ჩემი მუსიკალური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გახდა. ყველა დიდი და ცნობილი მუსიკოსი სიამოვნებით ჩამოდის აქ“, - ამბობს ლიჩელი.

რაც შეეხება მეორე საპატიო მოქალაქეს, შალვა გოგოლაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, სამცხე-ჯავახეთის კრივის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტია.

„ალბათ არ არსებობს ამაზე მეტი ჯილდო, რასაც ჰქვია შენი ქალაქის მოქალაქეობა. მადლობა ამ დიდი პატივისთვის. ეს არის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაც. შენი ქალაქის, ქვეყნისა და ოჯახის წინაშე“, - აღნიშნა შალვა გოგოლაძემ.

ბორჯომობა 2019 გალა კონცერტით გრძელდება. სცენაზე ესტრადის მომღერლების მონაწილეობით კონცერტი დაიწყო.

ბორჯომში საპატიო მოქალაქეები დაასახელეს

ბორჯომში საპატიო მოქალაქეები დაასახელეს

[რობი ზარიძე, თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი დასრულდა
ბორჯომში საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს
ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა კონკურსი ჩატარდება
საპატიო მოქალაქეები: სტატუსი მოულოდნელი იყო
ბორჯომი პიანისტთა ეროვნულ კონკურსს მასპინძლობს
ბორჯომში ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი  დასრულდა
ბორჯომში პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება