FM97.5 / LIVE

მომხმარებელი.ge: 'სურსათის რამდენიმე პროდუქტი არასაკვებ საღებავებს შეიცავს'

მთავარისიახლე 16.08.2019
"კულას", "მარნეულისა" და "სუპრიმოს" პროდუქტებში არასაკვები საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია "მომხმარებელი.ge" აცხადებს. საკვები პროდუქტების მწარმოებლები განცხადებას ეხმაურებიან.

მომხმარებელი.ge: 'სურსათის რამდენიმე პროდუქტი არასაკვებ საღებავებს შეიცავს'

მომხმარებელი.ge-ს ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილ ექვს პროდუქტში, არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

მათივე თქმით, შედეგები გერმანული ლაბორატორიისგან მიიღეს, სადაც 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები გაგზავნეს.

არასაკვები საღებავები აღმოჩნდა შემდეგი დასახელების პროდუქტში:

ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს გსქ კულა;

ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა;

ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი;

ეს აჯიკა, შპს ეს;

ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo;

მშრალი აჯიკა, თეთნულდი.

„მართალია, არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა ზემოთ მითითებულ სურსათში აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. „სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე თქმით, საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად.

მომხმარებელი.ge-ს განცხადებას გამოეხმაურნენ „კულასა“ და „მარნეულის“ ადმინისტრაციები.

კომპანია "კულას" დირექტორი ივანე გოგლიძე უარყოფს ვებგვერდის – „მომხმარებელი.ge“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას: „საერთოდ არ ვიყენებთ საღებავს მით უმეტეს, საუბარია ისეთ პროდუქციაზე, რომელიც წითელი ფერისაა და არ სჭირდება არანაირი შეფერვა. ან ლაბორატორიის შეცდომაა, ან პროვოკაცია. ჩვენ ამ პროდუქციას ვგზავნით გერმანიაში, ამერიკაში, ისრაელში. 25 ქვეყანაში ხორციელდება ექსპორტი და ყველგან მოწმდება. დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნული ქვეყნები ამ პროდუქტის თავიანთ ბაზრებზე რეზლიზაციის უფლებას არ მოგვცემდნენ,“ – განმარტა გოგლიძემ "პირველ არხთან".

რაც შეეხება მარნეულის ქარხანას, მან წითელი ტყემლის წარმოება შეაჩერა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან გარდა დამხმარე მასალებისა, რომელთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება (მარილი, შაქარი, სპეციალური დაფქვილი სახით სანელებლები და ასე შემდეგ) თუმცა, დამხმარე მასალების წილი 1% ზე ნაკლებია.

"ყველა მომწოდებელი არის საქართველოდან და ყველა მომწოდებელს წარმოდგენილი აქვს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი. ჩვენ ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გავაგზავნით საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში, რისი დიდი გამოცდილებაც უკვე გვაქვს, დაველოდებით მათ პასუხს და შედეგებს ვაცნობებთ მომხმარებელს. პასუხებამდე ვაჩერებთ კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციას", — ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შეურაცხმყოფელი წარწერები და წითელი საღებავები – ენმ–ს ოფისები ყველა ქალაქში შეღებეს
შოკოლადში აღმოჩენილი პლასტმასის გამო Mars-ი  55 ქვეყნიდან პროდუქციას უკან გაიტანს
დღის კითხვა: ამოწმებს თუ არა მომხმარებელი პროდუქტის ვარგისიანობას [Video]
'ნაციონალების' ოფისების წითელი საღებავით გადაღებვა – შეფასებები ახალციხიდან [Video]
ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს [R]

გაყინულ ხინკალსა და პელმენში ბაქტერიები აღმოაჩინეს