FM97.5 / LIVE

სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

მთავარისიახლე, განათლება 16.08.2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებს აქვეყნებს. გამოცდის მონაწილეებს, შედეგების გასაჩივრება ხუთი დღის ვადაში შეუძლიათ.

სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

სამაგისტრო გამოცდის შედეგები დღეს, 16 აგვისტოს გამოქვეყნდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგების გასაჩივრება, მსურველებს 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე, მხოლოდ ელექტრონულად, ვებ-გვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge შეეძლებათ.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე, საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.

თანხის გადახდა შეუძლია, როგორც მაგისტრანტობის მსურველს, ასევე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოცდის მონაწილის შესაბამის მონაცემებს.

აპელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი საგნის გასაჩივრების საფასური 50 ლარია (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება უკან).

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდებს: online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“ და იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ სააპელაციო განაცხადის გაკეთების შესაძლებლობას).

ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ, სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა.

დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“. აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისთვის მინიჭებულ ნომერს.

განაცხდის გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

[sknews.ge]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია
ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრების ვადა ცნობილია
ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია
7 აგვისტოდან აბიტურიენტებისთვის აპელაციის პროცესი დაიწყო
დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება
სამი საგნის გამოცდის შედეგები დღეს გამოქვეყნდება
საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო