FM97.5 / LIVE

სამხარეო ადმინისტრაციამ გაწმენდითი სამუშაოები და ზარალის დათვლა დაიწყო [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.08.2019
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ხანძრის შედეგად დაზიანებულ მესამე სართულზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა, სავარაუდოდ, ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით აღდგება.

სამხარეო ადმინისტრაციამ გაწმენდითი სამუშაოები და ზარალის დათვლა დაიწყო [ვიდეო]

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯერ ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლიან, შემდეგ კი აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

„გაკეთდება შესაბამისი პროექტი, ხარჯთაღრიცხვა და ძალიან მალე მოხდება შენობის აღდგენა. დოკუმენტაციაც და ტექნიკაც გადარჩენილია, გამოტანილი გვაქვს ოთახებიდან და შეტანილია დიდ დარბაზში“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი.



ადმინისტრაციულ შენობაში ცეცხლის შედეგად მესამე სართული და პირველ სართულზე არსებული ფოიე დაზიანდა. შენობის პირველი და მეორე სართულების საოფისე მხარეები დაუზიანებელია.

გუბერნატორის განმარტებით, მესამე სართულზე ხანძრის შედეგად, ერთ ოთახში ჭერი ჩამოინგრა, ორი კი გაჭვარტლული და დასველებულია.
„სამუშაოები არ შეფერხდება. გვაქვს ჩვენ სივრცე დარბაზში და შესაძლებელია მანდ მოვაწყოთ სამუშაო კაბინეტი. დიდი ზარალი არ გვექნება“, - გვითხრა ამირანაშვილმა.

ადმინისტრაციული შენობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა, მისი აღდგენა კი სავარაუდოდ, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მოხდება.



რა ოდენობის ზიანი მიადგა გუბერნიას, ამ დროისთვის უცნობია.

შსს ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაციაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ცეცეხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

ხანძრი დღეს, 15 აგვისტოს დაახლოებით 14:00 საათზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ოცამდე მეხანძრე მაშველი და ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა. მეხანძრე მაშველებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის მანქანაც ემსახურებოდა.

სამხარეო ადმინისტრაციამ გაწმენდითი სამუშაოები და ზარალის დათვლა დაიწყო [ვიდეო]

სამხარეო ადმინისტრაციამ გაწმენდითი სამუშაოები და ზარალის დათვლა დაიწყო [ვიდეო]

[თორნიკე ზაზაძე, გიორგი ლონდარიძე - ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს: სამხარეო ადმინისტრაციის შენობის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია [ვიდეო]
ახალციხის მერია: ‘სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ზარალის დათვლა არ დაგვისრულებია’
'ზარალი 300 000 ლარამდეა' – მერიამ სამხარეო ადმინისტრაციაში ხანძრის შედეგები დაითვალა
სამხარეო ადმინისტრაციის დაზიანებულ ნაწილში წვიმა ჩადის [ფოტო]
რესტორან ‘რჩეულში’ ხანძარი ლოკალიზებულია
ხანძრის შედეგად დაზარალებულები მერიისგან დახმარებას ითხოვენ