FM97.5 / LIVE
ორი სამინისტროს ჩავარდნილი იდეა

ორი სამინისტროს ჩავარდნილი იდეა

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.06.2012
ახალი საგანი - “საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში არ უსწავლებიათ

ორი სამინისტროს ჩავარდნილი იდეა

2011-2012 სასწავლო წლებში საქართველოს სკოლებში სასწავლო პროგრამას ახალი საგანი “საგზაო ნიშნები და უსაფრთხო მოძრაობა” დაემატა. საგანს ბავშვები მე-11 კლასში სწავლობენ.

ახალი საგნის დამატების ინიციატივა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს ეკუთვნის.

ინიციატივის თანახმად, 17 წლის მოზარდი, რომელმაც საგნის თეორიაში ჩათვლა მიიღო და პრაქტიკული გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბარა, შეძლებს მართვის დროებითი მოწმობის მიღებას და სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მართვის საერთაშორისო მოწმობას ავტომატურად მიიღებს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ეს საგანი არ უსწავლებიათ. საგანმანათლებლო რესურსცენტრში სკოლების რაოდენობა არ დაგვიზუსტეს, თუმცა, მოვახერხეთ დაგვედგინა, რომ ქალაქის ხუთიდან სამი სკოლის მოსწავლეებმა საგანი “საგზაო ნიშნები და უსაფრთხო მოძრაობა” გაიარეს, დანარჩენ ორ სკოლაში კი სპეციალისტი არ მოიძებნა.

სოფლის სკოლების ნაწილში სპეციალისტები მოიძებნა. ზოგიერთ სკოლაში კი პერეკვალიფიკაციის გავლა საათების მცირე ოდენობის გამო (საგანი კვირაში ერთი საათის განმავლობაში ისწავლება) არავინ მოისურვა ან იქაც შესაბამისი სპეციალისტები არ იყვნენ. მომავალ სასწავლო წელს, გეგმის მიხედვით, ამ საგანს კვირაში ორი საათი დაეთმობა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის სკოლაში ახალი საგანი არ უსწავლებიათ.

“გასულ წელს ფიზკულტურის მასწავლებელი თბილისში ტრენინგზე არ წასულა და სერთიფიკატი არ მიუღია, ამიტომაც სწავლება ვერ შეძლო. წელს კი ტრენინგი ახალქალაქში გაიარა და ახალ სასწავლო წელს ჩვენი ბავშვები ამ საგანს აუცილებლად ისწავლიან”, - ამბობს სლავიკ ეგიაზარიანი.

იმ სკოლებშიც კი, სადაც ახალი საგანი სასწავლო პროგრამაში შევიდა, ბაზა არც პრაქტიკული მეცადინეობის იყო და არც თეორიული გაკვეთილებისთვის.

“საგზაო ნიშნები და უსაფრთხო მოძრაობა” გასულ წელს ¹1 სკოლის სასწავლო პროგრამაში შევიდა. პედაგოგი ამ საგნის სპეციალისტია.

“მოსწავლეები გაკვეთილებს დიდი სიამოვნებით ესწრებოდნენ. პლაკატების მეშვეობით ვმეცადინეობდით. ჩვენ მხოლოდ პლაკატები გვაქვს. ბაზა არ არსებობს. ბაზა – ავტომანქანაა, რომელიც ერთ სკოლასაც არ აქვს”, - ამბობს ოგანეს თუმანიანის სახელობის სკოლის დირექტორი რუზან ტეპოიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის სკოლაში ახალ საგანს გეოგრაფიის მასწავლებელი იაგორ არაქელიანი ასწავლიდა, რომელმაც ტრენინგი გაიარა. პედაგოგის თქმით, იგი ბავშვებს ძირითადად საგზაო ნიშნებს ასწავლიდა წიგნებიდან და შაბლონების მიხედვით. პრაქტიკისთვის კი სკოლას ბაზა არ გააჩნია, თუმცა, პედაგოგმა მანქანის ზოგადი აგებულება მოსწავლეებს მაინც აუხსნა.

“მოსწავლეებს მივეცით ცნობა, რომ მათ აღნიშნული საგანი გაიარეს და ბავშვები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ მართვის მოწმობებს მიიღებენ. საუბარია მხოლოდ მსუბუქი მანქანის მართვის მოწმობაზე. კლასში, სადაც მე ვასწავლიდი, მანქანის ტარება ყველამ იცოდა, რასაც წესებსა და საგზაო ნიშნებზე ვერ ვიტყვი”, - ამბობს იგი.

ჯერჯერობით, სკოლაში მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდის საფუძველზე მართვის დროებითი მოწმობის მფლობელი მოსწავლეები არ არიან. მოახერხებენ თუ არა ამას ახალქალაქელი მოზარდები უახლოეს მომავალში – ეს საკითხი ჯერ ისევ ღიად რჩება.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საფეხური: 'თავდაცვა და უსაფრთხოება' ახალი საგანი სკოლებში [Audio]
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლოა ქუჩებში დაიწყოს, მათ შორის ახალციხეშიც
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიას ისწავლიან
რას ფიქრობენ ახალციხეში ახალ საგამოცდო მოდელზე
ახალი სასწავლო წლიდან საგანის 'მე და საზოგადოებას' სწავლება დაიწყება
ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები