FM97.5 / LIVE

მესხეთის ქუჩაზე კანალიზაციის მოუწესრიგებლობის გამო ანტისანიტარიის პრობლემა ისევ დგას

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.08.2019
მესხეთის ქუჩაზე, N25-ისა და N27 - ის მცხოვრებლების თქმით, მეზობლის კანალიზაციის გამო, საერთო ეზოში ანტისანიტარიაა. პრობლემის მოგვარებას ახალციხის მერია, წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ცდილობს.

მესხეთის ქუჩაზე კანალიზაციის მოუწესრიგებლობის გამო ანტისანიტარიის პრობლემა ისევ დგას

სამეზობლო დავის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ ექვს ივნისს დაწერა. მესხეთის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ბაღდასაროვების საკანალიზაციო სისტემა საერთო ეზოს ტბორავს და ირგვლივ ანტისანიტარიაა.

პრობლემაზე ბაღდასაროვებიც საუბრობდნენ. მათი განმარტებით, ფინანსური პრობლემების გამო, საკანალიზაციო სისტემას ვერ შეაკეთებდნენ: „მერიას არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ საკმარისად არ დაგვეხმარნენ, ვერც სახლის სახურავს და ვერც კანალიზაციას დახმარების გარეშე ვერ მოვაწესრიგებთ“, - ამბობს მიშა ბაღდასაროვი.

«გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია» ეზოს მცხოვრებლებს საკანალიზაციო მილის მოწესრიგებას დაჰპირდა. კომპანიამ აქ ასი მეტრის სიგრძის მილი და საკანალიზაციო ჭა დაამონტაჟა, თუმცა უშედეგოდ.

მესხეთის ქუჩაზე კანალიზაციის მოუწესრიგებლობის გამო ანტისანიტარიის პრობლემა ისევ დგას

მეზობლები ამბობენ, რომ პრობლემა ისევ მოუგვარებელია: „მილის შეცვლის შემდეგ, ისეთი სუნი აღარაა, თუმცა ფეკალიები ისევ გადმოდის ეზოში და დროის გასვლის შემდეგ, იგივე პრობლემა იქნება. ჩვენ ვითხოვდით, რომ საკანალიზაციო სისტემა სახლში მოუწესრიგონ ამ ოჯახს, რადგან თვითონ არ შეუძლიათ. იმედი გვქონდა, რომ ბაღდასაროვებს საკანალიზაციო სისტემას მოუწესრიგებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა“, - ამბობს თამარ გოგოლაძე.

მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემა შეისწავლეს და მოსაგვარებლად წყალმომარაგების კომპანიასთან მილის დაყენების შესახებ იშუამდგომლეს: „მერიას არ ეხებოდა შესვლა, თუმცა გავუწიეთ შუამდგომლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებასთან, შედეგად ტერიტორია გაიწმინდა და პრობლემა მოგვარდა“, - განმარტავენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

წყალმომარაგების კომპანიაში კი ირწმუნებიან, რომ მერიასთან კომუნიკაცია არ ყოფილა: „მესხეთის ქუჩაზე არსებული პრობლემა თქვენგან, «სამხრეთის კარიბჭისგან» გავიგეთ“, - გვითხრა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერმა ბესო ფილაურმა.

ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, ბაღდასაროვების სახლში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მათ არ ეხებათ: „სახლში ჩვენ ვერ გავუკეთებთ, ხოლო საშენი მასალით რომ დავეხმაროთ, ამისთვის წერილობით უნდა მოგვმართონ და შევისწავლით“.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

მესხეთის ქუჩაზე მცხოვრებ ბაღდასაროვებს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაში დაეხმარებიან
„აქ ცხოვრება აუტანელი გახდა“  - მოუწესრიგებელი კანალიზაცია მეზობლების დაპირისპირების მიზეზი ხდება
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს
ღია საკანალიზაციო ჭა ახალციხის ცენტრში [Photo]
ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
აბის დასახლებაში წყლისა და საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდება
გაჭედილი საკანალიზაციო მილის საქმე, შესაძლოა, სასამართლომდე მივიდეს