FM97.5 / LIVE

ახალციხეში ‘ხუთსართულიანების’ დასახლებაში სკვერი მოეწყობა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.08.2019
ახალციხეში, ე.წ. ხუთსართულიანებში სკვერის მოწყობის სამუშაოებზე ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერს აცხადებს. თანამედროვე სტანდარტების სკვერისთვის 110 137 ლარია გამოყოფილი.

ახალციხეში ‘ხუთსართულიანების’ დასახლებაში სკვერი მოეწყობა

ახალციხის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სკვერი, კოსტავას ქუჩის N165–სა და N179–ს კორპუსებს შორის მოეწყობა. ამ ადგილზე, ამჟამად გამწვანების ზოლია.

მშენებელი კომპანიის შესარჩევად, ახალციხის მერიამ ტენდერი 13 აგვისტოს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობისთვის, წინადადებების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება.

საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, სკვერისთვის განსაზღვრული ადგილი ლითონის დეკორატიული ღობით შემოისაზღვრება, სავალ ნაწილზე მოეწყობა არმირებული ბეტონის ფენილი, დაიდგმება დასასვენებელი სკამები და ახალი ნაგვის ურნები, ასევე დამონტაჟდება ახალი ლამპიონები. სკვერში განთავსდება სავარჯიშო ტრენაჟორებიც.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.02.2020 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 600-მდე აბონენტს 15 დღეა წყალი არ აქვს

19.02.2020 სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს

19.02.2020 საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს

19.02.2020 სამცხე-ჯავახეთში სოციალური სააგენტოდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სამ სოფელში სკვერი მოეწყობა
ბორჯომში, ბაკურიანსა და ზანავში  სკვერები მოეწყობა
კოსტავას ქუჩაზე ახალი სკვერი ეწყობა ®
ვარხანში ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის სკვერი მოეწყობა ®
ახალციხეში კორპუსებთან ფანჩატურები მოეწყობა
ზარზმელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება
‘ძალოვნების კორპუსის’ ეზოში  სკვერი მოეწყობა