FM97.5 / LIVE

დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2019
სოფელ დიდ პამაჯში ცეცხლი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები აღარ მუშაობენ. დამწვარია ოთხი სახლი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. სახლების მეპატრონეები ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობენ.

დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 14 აგვისტოს ახალციხის სოფელ დიდ პამაჯში ხანძარი დაახლოებით 14:50 საათზე გაჩნდა. მისი ლიკვიდირება კი დაახლოებით ოთხ საათში მოხდა: „არავინაა დაშავებული, ხანძარი ლიკვიდირებულია“, - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ხანძრის დროს, ადგილზე მობილიზებული იყო შვიდი სახანძრო მანქანა და 30 მეხანძრე-მაშველი. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ზარალს ითვლიან.

დამწვარი ოთხი სახლისა და სათავსო-ნაგებობების მეპატრონეები ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობენ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი რუსეთში სამშოდ არიან წასულები. ცეცხლის გაჩენისას სოფელში სახანძრო ადგილობრივებმა გამოიძახეს.

„აქ სახლები მჭიდროდაა დასახლებული, ერთ სახლში გაჩნდა და მეორეს გადაედო. დაიწვა ოთხი სახლი, სამი სათავსო და ბოსელი, რომელიც უფუნქციო იყო, იმიტომ, რომ მისი პატრონები აქ არ ცხოვრობენ“, - ამბობს ინგა ერემიანი, რომელმაც სახანძრო-სამაშველო სამსახურში დარეკა.

რამ გამოიწვია ხანძარი, მეზობლები ვერ საუბრობენ.



შემთხვევის დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. მათი თქმით, თვითმმართველობა ეცდება ზარალი აანაზღაუროს.

„მოხდება შესწავლა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ სახლების ნაწილი წლების მანძილზე იყო დაკეტილი, თუმცა ეს სახლები რეგისტრირებულია ჩვენს მუნიციპალიტეტში. შესაბამისი კომისია იმსჯელებს, იმუშავებს და შეძლებისდაგვარად ყველას აღმოუჩენთ დახმარებას“, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ.

დამწავარი შენობებისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას გეგმავენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც - „ვისი სახლებიცაა ის პიროვნებები რუსეთში არიან წასულები. არავინ არაა ახლა სოფელში. დამწვარ თივაზე არ ვიცი, მაგრამ დამწვარი შენობებისათვის მიყენებულ ზარალს ავანაზღაურებთ“, - გვითხრა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.

დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

[თორნიკე ზაზაძე, გიორგი ლონდარიძე - ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

პატარა პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია
დიდ პამაჯში ოთხი საცხოვრებელი სახლი დაიწვა [ფოტო]
სოფელ პამაჯში სამი სახლი იწვის
სოფელ ურაველთან, ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია [ვიდეო]
კოდიანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა