FM97.5 / LIVE

ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2019
ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამი საბაგირო უნდა აშენდეს.

ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საბაგიროების საერთო სიგრძე ხუთი კილომეტრი იქნება.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. „ხელი ეწერება უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ამ ულამაზეს ადგილზე ჩვენ ავაშენებთ სამ ახალ საბაგიროს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში განაცხადა, სადაც „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.

ახალ საბაგიროებს, თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოიყენებენ, რომელიც ბაკურიანში ჩატარდება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა შესაბამისი განაცხადი და საქართველოს აქვს ამბიცია, უმასპინძლოს 2025 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიადას ზამთრის სახეობებში.

მშენებლობას ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ განახორციელებს. ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გააფორმა.

[ავთო ინასარიძე, ბორჯომი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
ბაკურიანში 'კოხტას' საბაგირო გაიხსნება
ზამთრის კურორტებზე სეზონი რვა დეკემბრიდან გაიხსნება
ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნა
'კოხტა გორაზე' განახლებული საბაგიროს გახსნას პრემიერობის კანდიდატი დაესწრო [Photo]
ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნა
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება