FM97.5 / LIVE

საფეხმავლო ბილიკები - სად რას ნახავთ სამცხე-ჯავახეთში?

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2019
თუ სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობას დაგეგმავთ, საფეხმავლო ბილიკების საშუალებით სამცხე-ჯავახეთის ყველასთვის ნაცნობ კულტურულ ღირსშესანიშნაობების გარდა, რეგიონის მრავალფეროვან ბუნებაში, ტყეების გავლით, ტბებთან და მდინარეებთან მისასვლელ გზებსაც აღმოაჩენთ.

საფეხმავლო ბილიკები - სად რას ნახავთ სამცხე-ჯავახეთში?
საფეხმავლო ბილიკი სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვამოგზაურებს. საფეხმავლო ბილიკების გარდა, გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ველოსიპედით მოგზაურობაც შესაძლებელია.

ახალქალაქი

განძანი - აბულის ციხე - აბულის ტბა - ლევანის ტბა - შაორის ციხე - ტამბოვკა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სამოგზაურო საფეხმავლო მარშრუტია, სიგრძით 39,8 კილომეტრი. ბილიკის აღწერიდან ვიგებთ, რომ მარშრუტი იწყება სოფელ განძანში (ზღ. დ. 2045 მ). მდინარე ფარავანზე გადებული ხიდის საშუალებით კი პატარა აბულის მთაზე, შემდეგ კი აბულის ციხეზე (ზღ. დ. 2640 მ) მოხვდებით.

„ციხესიმაგრიდან გავაგრძელებთ მარშრუტს დასავლეთისკენ, მოვიტოვებთ დიდი აბულის მთას (ზღ. დ. 3301 მ) მარჯვნივ, აღმართის შემდეგ მოვხვდებით პატარა პლატოზე, სადაც შეგხვდება ქვებში ნაშენი წყაროები და ტბები. აქვე შესაძლებელია დაბანაკება (ზღ. დ. 2780 მ)“.

ამის შემდეგ ლევანის ტბისკენ (ზღ. დ. 2560 მ) მიმავალი გზა იწყება, მარჯვენა ადგილი საკემპინგედაც გამოდგება. აღმოსავლეთის მიმართულებით კი ჭაობიან ადგილას, ქოროღლის მთა და მის წვერში შაორის ციხე გამოჩნდება.
საფეხმავლო ბილიკებით ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ფარავნის და კიდევ არაერთი ტბის მონახულებაა შესაძლებელი.

ასპინძა

ვარძია - თმოგვის ციხე 8,8 კილომეტრიან საფეხმავლო ბილიკია, რომელიც ვარძიის მუზეუმ ნაკრძალიდან იწყება, ჩრდილო-აღმოსავლეთით კლდეებისა და ნასოფლარის გავლის შემდეგ, არ მისული ზედა თმოგვისკენ მიმავალ ასფალტიან გზამდე, მკვეთრად მოვუხვევთ სამხრეთ-დასავლეთისკენ, თმოგვის ციხეზე (ზღვის დონიდან 1390 მ) მოვხვდებით.

ასპინძაში საფეხმავლო ბილიკების საშუალებით შესაძლებელია შალოშეთის მთის, ხერთვისის და ოთის ციხეების დათვალიერებაც.

ბორჯომი

თორი - დაბაძველი - ჭობისხევი 15,6 კილომეტრიანი საფეხმავლო გზაა. ისტორიულ სოფ. თორიდან დასავლეთისკენ მიდის, გზად გაივლის საზაფხულო სოფელ დაბაძველს, მის შემდეგ კი – კახისის ტბას (ზღ.დ.1780 მ) (შესაძლებელია ახლომდებარე წეროს და ჩიტის ტბების მონახულებაც, რომლებიც მარშრუტის გეზის სამხრეთით მდებარეობს. მთელი გზა ტყეში გადის. ტბიდან სოფ. ჭობისხევამდე (ზღ.დ. 850 მ) ციცაბო საფეხმავლო ბილიკით მოხვდებით.

ბორჯომში მდებარეობს 29 კილომეტრის ბილიკი, რომლის გავლა ველოსიპედით არის შესაძლებელი: „ველოტურის ფარგლებში შესაძლებელია იმოგზაუროთ თრიალეთის ქედის წიწვოვანი ტყით დაფარულ ფერდობებსა და ალპურ ზონაში, ცხრაწყაროს უღელტეხილი ზღვის დონიდან 2454 მ სიმაღლეზე მდებარეობს და იგი ისტორიული თორისა და ჯავახეთის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი წერტილია. ცხრაწყაროს უღელტეხილიდან იმავე გზით ვბრუნდებით ბაკურიანში“.

ადიგენი

აბასთუმანი - ჯაჯის ტბა - სოფ. დერცელი 39 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკია: მარშრუტი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიიდან (ზღ. დონიდან 1500 მ) იწყება.

„შემდეგ გზა გადის წიწვოვან ტყეში. მარშრუტის უმაღლესი წერტილის (ზღ.დ. 2800 მ) გავლით მიდის გზა ჯაჯის ტბამდე (ზღ. დ. 2650 მ). ამის მერე კარგად გამოკვეთილი ბილიკით ვეშვებით იაილებისკენ, რომელიც ტბიდან მოჩანს. შემდეგ ჩავდივართ ტყიან ზონაში, მდ. ღაღვის ხეობაში. გზა მრავალჯერ კვეთს მდინარეს და მის შენაკადებს, რომლებზეც ხიდები არ შეგხვდებათ. მარშრუტი დასრულდება სოფ. დერცელის სამანქანო ხიდთან (ზღ. დ. 1520 მ)“, - ვკითხულობთ აღწერაში.

ადიგენის მუნიციპალიტეტში საფეხმავლო ბილიკები ოქროს და ზანავის ციხეებთან, ასევე თრიალას ტბასთან მიგიყვანთ.

ინფორმაცია საფეხმავლო ბილიკების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ტურისტული ბილიკების შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით, ტურისტული სააგენტოების მიერ არის შედგენილი.

ტურისტული ბილიკების შედგენის ინიციატივა CENN-ისა და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ (პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში) ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მესხეთის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკი მოეწყო
აბასთუმანში პარკები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა
ლიკანში საფეხმავლო ბილიკის მოწყობა დასრულდა
ახალციხეში საფეხმავლო ბილიკებსა და სკვერში ფილები დაზიანებულია
ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ
ბაკურიანში საფეხმავლო და ველობილიკის მოწყობა იგეგმება
ახალციხეში საფეხმავლო ბილიკზე ამოყრილი ფილები შეაკეთეს