FM97.5 / LIVE

სოზარ სუბარმა სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გახსნა

მთავარისამართალი 25.09.2013
დღეს, 25 სექტემბერს, ახალციხეში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გახსნეს.

სოზარ სუბარმა სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გახსნა
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფისი ახალციხის ცენტრში მდებარეობს.

„საქართველოს მასშტაბით ეს მეორე ოფისია, რომელიც გავხსენით. წლის ბოლომდე კიდევ ორი, ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფისის გახსნა იგეგმება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

თითქმის 10 წელიწადია ახალციხეში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალციხის ბიურო ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული სამსახური ამავე მისამართზე, მეოთხე სართულზე, 30 კვადრატულ მეტრ ფართში იყო განთავსებული. სწორედ მცირე ფართის გამო გადაწყდა ახალი ოფისის გახსნა.

„დიდიხანია, რაც აღნიშნული სამსახური ფუნქციონირებს, პირობები ეტაპობრივად უმჯობესდებოდა, ახლა უკვე ბევრად უკეთესი ოფისი გვაქვს. ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ პრობაციონერებს შესაბამისად მოვემსახუროთ“, - ამბობს ახალციხის ბიუროს უფროსი სერგო გელაშვილი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ბიუროს ახალი სერვისი ვიდეო პაემნის ოთახიც დაემატა., რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებთან ვიზუალური და ხმოვანი კონტაქტის საშუალებას იძლევა.

„მსჯავრდებულის ოჯახის წევრს აღარ მოუწევს პატიმრის სანახავად ციხეში წასვლა. მათ საშუალება ეძლევათ ვიდეო პაემნის საშუალებით, სკაიპით უყურონ და გაესაუბრონ მსჯავრდებულებს“,- ამბობს სუბარი.

დღეს პირველი ვიდეო-პაემანიც შედგა. საქართველოში ასეთი შვიდი ოთახია. სოზარ სუბარის თქმით, წლის ბოლომდე ორი ოთახი კიდევ გაიხსნება.

ვიდეო პაემნის ოთახის გარდა, ოფისში მოწყობილია პრობაციონერთა სარეგისტრაციო და ინდივიდუალური გასაუბრების ოთახები, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები.

ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტის“ პროექტის „პირობითი მსჯავრდებული(პრობაციონერი) ახალგაზრდობის რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში, ბიუროს ბაზაზე შეიქმნა ქართული ენის შემსწავლელი კურსები არაქართულენოვანი პრობაციონერებისთვის.

აღნიშნული ორგანიზაცია არაქართველენოვან პრობაციონერებს ქართულ ენას ასწავლის, გარდა ამისა ისინი ოფიციალური დოკუმენტების წარმოებასა და სივების შედგენას სწავლობენ.

„მახარებს ის ფაქტი, რომ პრობაციასა და არასამთავრობო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. „ტოლერანტი“ სერიოზულ პროექტს ახორციელებს, რაც პრობაციონერებისთვის სამომავლოდ სასარგებლო იქნება“, - ამბობს სუბარი.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება პრობაციის სისტემის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით მუშაობა სხვა რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს.

სოზარ სუბარმა სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გახსნა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

სოზარ სუბარი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
სოზარ სუბარმა პატიმრებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
20 იანვარს ახალციხეში ვიდეოპაემნის სერვისი უფასო იქნება
საქართველოსა და პოლონეთის სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ახალციხის პრობაციის ოფისში ვიდეოპაემნის სერვისი დღეს უფასოა
”ტოლერანტის” ანგარიში საზოგადოებას
სოზარ სუბარი: ებრაელებისა და ქართველების მეგობრობაში ახალციხის დიდი წვლილია