FM97.5 / LIVE

27 წელი ომიდან – ახალციხეში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2019
დღეს, 14 აგვისტოს, 11:00 საათზე, ახალციხეში, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

27 წელი ომიდან – ახალციხეში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს
ახალციხის ცენტრალურ პარკში, დაღუპულთა მემორიალი ომის მონაწილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. ივლიტის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანემ გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მემორიალთან ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ საგალობლები შეასრულა. ღონისძიებაზე, ომში დაღუპული მეომრებისადმი მიძღვნილი ლექსი, სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ წაიკითხა.

27 წელი ომიდან – ახალციხეში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული 14 მებრძოლის ოჯახს მუნიციპალიტეტის მერიამ ერთჯერადად 300 ლარი გადასცა. ფულადი დახმარება 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსაც გადასცეს..

აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1992–1993 წლებში ომში სამცხე–ჯავახეთიდან 800–ზე მეტი ადამიანი წავიდა. 16 მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის: 4 ადიგენის, 8 ახალციხის, 2–2 კი ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან იყო. აფხაზეთის ომში რეგიონიდან 14 ჯარისკაცი დაიჭრა.

რობი ზარიძე,ახალციხე


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
25 წელი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან – ახალციხეში გმირები გაიხსენეს
26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს
სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
როგორ გაიხსენეს სამცხე–ჯავახეთში  სოხუმის დაცემის დღე