FM97.5 / LIVE

შსს: „ბორჯომში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დავაკავეთ“

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2019
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 11 და 12 აგვისტოს სამი ბორჯომელი დააკავეს. ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა 4-დან 10 წლამდე ვადით ემუქრებათ.

შსს: „ბორჯომში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დავაკავეთ“
ძალადობის, გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძარცვის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ლ.ნ., 1970 წელს დაბადებული რ.ა. და 1970 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამივე მათგანი ბორჯომელია.

სამართალდამცველებმა ლ.ნ. და რ.ა. ცხელ კვალზე 11 აგვისტოს დააკავეს. ბრალდებული- ვ.ს. კი იგი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ბრალდებით 12 აგვისტოს დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა ლ.ნ.-მ (მეტსახელად „ჭინტორა“) და წარსულში გამოძალვისა და სხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევმა რ.ა.-მ მოქალაქე ა.მ-ს, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, წაართვეს კუთვნილი თანხა და პირადი ნივთები.

ამის შემდეგ ბრალდებულები მას დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორების, პირადი და ახლობლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთი კვირის ვადაში 11 000 ლარამდე თანხის მიტანას სთხოვდნენ“, - განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიება გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე, 143-ე, 178-ე და 372-ე მუხლებით მიმდინარეობს.


sknews.ge


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.08.2020 'ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა' - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 სახლების და სასტუმროს გარდა დამწვარია დაპირისპირებაში მონაწილე პირის ჯიხურიც [ფოტო]

09.08.2020 ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება

09.08.2020 ‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
სოფელ წყალთბილაში ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
პოლიციამ პირუტყვის ქურდობის ბრალდებით ნინოწმინდაში 2 პირი დააკავა
შსს–მ ახალციხეში დააკავა მამაკაცი, რომელიც მამაკაცს ცოლის ფოტოების გამოქვეყნების მუქარით ფულს სძალავდა
ნინოწმინდაში 19 წლის გოგოს მოტაცებისთვის 3 პირი დააკავეს
ასპინძაში ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ნინოწმინდაში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს