FM97.5 / LIVE

წარბასთუმანში გარე განათების სისტემა დაზიანდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2019
ადიგენის სოფელ წარბასთუმანში გარე განათების ბოძის დაზიანების გამო, მთელი სისტემა გაითიშა. ვინ უნდა შეაკეთოს ადგილობრივების მიერ დაზიანებული ქსელი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

წარბასთუმანში გარე განათების სისტემა დაზიანდა

სოფელ წარბასთუმანსა და დასახლებამდე მისასვლელ გზაზე სულ 61 გარე განათების ბოძია. მათგან ორი დაზიანდა, რის გამოც ცხრა თვის წინ გაკეთებული განათების სისტემა უკვე მეორე კვირაა აღარ მუშაობს.

როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პრობლემის შესახებ მათ იმ კომპანიას აცნობეს, რომელმაც სოფელში გარე განათება მოაწყო.

„როგორც ვიცით, ბოძს რაღაც ტრანსპორტი დაეჯახა. კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებას ორ წლიანი საგარანტიო ვადა აქვს, ამიტომ ჩვენ მათ შევატყობინეთ. დავრეკეთ და გავაფრთხილეთ. თუ ეს ტრანსპორტმა დააზიანა, პოლიციაში საჩივარს შეიტანენ, თუ ტრანსპორტის ბრალი არ არის, თვითონ აღმოფხვრიან პრობლემას“, - ამბობს ადიგენის მერის მოადგილე, არსენ ბალახაშვილი.

წარბასთუმანში გარე განათების მოწყობის სამუშაოები შპს „გუნგლმა“ შეასრულა. 2018 წლის სექტემბერში მან ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ 70 000 ლარზე გამოცხადებული ტრენდერი მოიგო, რომელშიც სოფელ მოხის, წარბასთუმანისა და ჭელის გარე განათების ქსელის მოწყობა შედიოდა.

კომპანიაში ამბობენ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინ შეაკეთებს წარბასთუმანში დაზიანებულ ბოძებს.

„ვიყავით ადგილზე, ორი ბოძია დაზიანებული, ერთზე მანქანაა დაჯახებული, მეორეზე ტრაქტორი წამოსდებია კაბელს და მოუტეხია ბოძი, ჩამოგდებულია კაბელი. ამის გამო, გათიშულია მთელი ქსელი. თუ ნათურა დაიწვება ვცვლით ხოლმე, მაგრამ თუკი მეხი დაეცემა, წყალი წაიღებს ან ვინმე თვითნებურად დააზიანებს, ასეთი რამის შეკეთება არ გვევალება ჩვენ. ვაცნობეთ მერიას და გადაწყვეტენ, ვინც დააზიანა იმან უნდა გააკეთოს თუ არა“, - ამბობს შპს „გუნგლის“ წარმომადგენელი კახა ენდელაძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.03.2020 სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა

29.03.2020 რომის პაპმა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა

28.03.2020 1.1 მილიონი დოლარი საქართველოს ამერიკისგან

28.03.2020 რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ათ სოფელში გარე განათების ბოძები დამონტაჟდება
როდის შეკეთდება გარე განათების მონტაჟის შედეგად დაზიანებული გზა
სოფელ საყუნეთში გარე განათების სისტემა ეწყობა ®
ახალციხეში მოტეხილმა ხეებმა გარე განათების ხაზები დააზიანა
წინუბანში მოქალაქემ გამგეობას გარე განათების სისტემა უსასყიდლოდ გადასცა
გარე განათების მეორადი ბოძებით შიდა ქუჩები განათდება
ახალციხეში, პოლიციასთან სკვერში გარე განათების ნათურებია დაზიანებული [Photo]