FM97.5 / LIVE

რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

მთავარისიახლე, განათლება 13.08.2019
"Erasmus +"-ის პროგრამის ფარგლებში, 17 ქართული უმაღლესი სასწავლებლისთვის 5 204 212 ევრო გამოიყო. დაფინანსებას მიიღებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც.

რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

ხუთი მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ექვს პროგრამას მოიცავს. მათგან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხოლოდ ერთ, „უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების ზრდის“ (CBHE) პროგრამაში მონაწილეობს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტების „Erasmus+“-ის სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ინსტიტუციური მენეჯერის, თინა გელაშვილის თქმით, რეგიონული უნივერსიტეტები სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შესადგენად, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ცოდნას გაიზიარებენ და 20 ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან ითანამშრომლებენ.

„როგორც გამოიკვეთა, რეგიონულ უნივერსიტეტებს სტრატეგიის შემუშავება უჭირთ, ამ პროექტის ფარგლებში კი მოხდება უნივერსიტეტებში სტრატეგიული დაგეგმარება. ჩვენი მიზანი იქნება, ყველა უნივერსიტეტში შეფასდეს რა რესურსებს ფლობს ის ფინანსური და მატერიალური კუთხით“, - ამბობს გელაშვილი.

მისივე განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი, რვა ქართულ უნივერსიტეტთან და ევროპის ოთხ პარტნიორ უნივერისტეტთან ერთად, კონსორციუმშია წარმოდგენილი: „კონსორციუმში ჩეხეთის, პორტუგალიის, ლიეტუვის და ავსტრიის უნივერისტეტებიდან სტრატეგიული განვითარების დაგეგმვის საუკეთესო გამოცდილების მქონე წევრებთან ერთად ვიმუშავებთ. ფაქტობრივად, უნდა გვასწავლონ, თუ როგორ მზადდება სტრატეგია. ამ პროგრამისთვის 602 ათასი ვეროა გამოყოფილი“.

კონსორციუმი ქუთაისის უნივერსიტეტში 2019 წლის 15 ოქტომბერს ჩატარდება.

„Erasmus +“-ის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, იგი 2019 წლის ნოემბერსა და 2020 წლის იანვარში დაიწყება.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას

15.10.2019 16 ოქტომბერს ასპინძაში C ჰეპატიტზე უფასოდ გამოიკვლევენ

15.10.2019 ‘მერიის თასი 2019’ - ასპინძაში ფეხბურთის ტურნირი იწყება

15.10.2019 მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

საფეხური: 'Erasmus+' სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში [Audio]
ახალციხეში მულტილინგვური სწავლებისთვის ემზადებიან
სახელმწიფოს მიერ პროგრამულად დაფინანსებულ უნივერსიტეტებს სამცხე – ჯავახეთის უნივერსიტეტიც დაემატა
მომავალი პედაგოგები ინკლუზიური განათლებისთვის ემზადებიან
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სახელმწიფო 5 ფაკულტეტზე 320 ადგილს დააფინანსებს
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს