FM97.5 / LIVE

ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

მთავარისიახლე, განათლება 13.08.2019
ახალციხელი თამთა პეტაშვილი მაგისტრატურის საფეხურზე ვილნიუსის უნივერსიტეტში ისწავლის. წელიწადნახევრიან პროგრამას ლიეტუვის რესპუბლიკა მას სრულად დაუფინანსებს.

ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

თამთა პეტაშვილი ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტში „ევროკავშირის ბიზნეს სამართალზე“ ისწავლის და მაგისტრის დიპლომს მიიღებს.

„ვფიქრობ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, ლიეტუვურ ენას სამი წელი ვსწავლობდი, ამის შემდეგ ავიღე სერტიფიკატი და ლიეტუვის განათლების სამინისტრომ მიმიჩნია ღირსეულ კანდიდატად, ლიეტუვის ყველაზე პრესტიჟულ, ვილნიუსის უნივერსიტეტში სასწავლებლად“, - ამბობს თამთა.

მას ლიეტუვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდი სასწავლო პროგრამას 4 000 ევროთი დაუფინანსებს, 400 ევრო კი სტიპენდია ექნება.

სწავლის დასრულების შემდეგ, ცოდნის საკუთარ ქვეყანაში გამოყენება სურს: „ვფიქრობ ცოდნა, რომელიც ბიზნეს ურთიერთობებს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ეხება, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ვაპირებ, რომ ცოდნის მიღების შემდეგ საქართველოში დავბრუნდე“.

თამთა პეტაშვილი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური მიღწევები და მეგობარ ქვეყანას სამაგალითოდ მიიჩნევს: „ლიეტუვა მოკლე დროში გახდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ვფიქრობ, ჩვენი ბევრი გვაქვს მათგან სასწავლი. ენის შესწავლასთან ერთად, მიწევდა მათ კულტურასაც გავცნობოდი, ჩვენ უნდა ავიღოთ მათგან მაგალითები“.

თამთა პეტაშვილმა ახალციხის N5 საჯარო სკოლის დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე გააგრძელა.

სწავლები კიდევ ერთ საფეხურს იგი ლიეტუვაში გაივლის.

ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის
ახალციხეში მწერალ თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება
აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]
ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია
სან დიეგოს უნივერსიტეტში ახალციხიდან სამი სტუდენტი ისწავლის
რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს
‘წინ ბევრი კარგი თავგადასავალი გველის’ – 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები ახალციხიდან