FM97.5 / LIVE

ადგილობრივი ხელისუფლების იურისტებს ცესკო საარჩევნო საკითხებს აცნობს

მთავარისაზოგადოება 25.09.2013
სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამხარეო ადმინისტრაციების იურისტები, დღეს, ბორჯომში, საარჩევნო საკითხებს ეცნობიან.

ადგილობრივი ხელისუფლების იურისტებს ცესკო საარჩევნო საკითხებს აცნობს
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეებს ეცნობიან. იხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა როლი საარჩევნო პროცესებში, ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში), ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ა.შ.

გარდა ამისა, მათ ურიგდებათ სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ ერთობლივად მომზადებული სახელმძღვანელოები.

„ეს არის სასწავლო ტრენინგი, რომელიც ყველა რეგიონში იმართება. გავაცნობთ იმ კანონმდებლობას, რაც მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ“, - ამბობს ცესკოს იურიიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი გიორგი კალანდიშვილი.

ტრენინგის მონაწილე იურისტები ამბობენ, რომ მსგავსი ტრენინგები მათთვის აუცილებელია.

„ასეთი სახის ტრენინგები ძალიან სასარგებლოა იმისათვის, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს კანონმდებლობაში. მითუმეტეს წინასაარჩევნნო პერიოდში“, - ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი თეა კიკნაძე.

ტრენინგებს ატარებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგი 22 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მსგავსი ტრენინგი ხვალ ქუთაისშია დაგეგმილი.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რეგიონული მედიის ასოციაცია ახალციხეში არჩევნების თემაზე ტრენინგს ჩაატარებს
ახალციხეში "საარჩევნო განვითარების სკოლა" გაიხსნა
ახალციხესა და ბორჯომში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებლებისთვის ტრენინგებს იწყებს
15 ივნისს 3,637 საარჩევნო უბანი გაიხსნება
ტრენინგი ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების გასააქტიურებლად
ტრენინგი და კონსულტაციები ეთნიკური უმცირესობებისთვის