FM97.5 / LIVE

ასპინძაში 'ზველის რაბათზე' არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.08.2019
ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია, ასპინძაში, სოფელ ზველის გორა-ნამოსახლარ რაბათზე კვლევებს აწარმოებს. სპეციალისტების განმარტებით, ამ ადგილში ცხოვრების უწყვეტი კვალი ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულიდან ფიქსირდება.

ასპინძაში 'ზველის რაბათზე' არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რაბათის ნამოსახლარზე აღმოჩენილია დაახლოებით 50 საუკუნის წინანდელი მძლავრი ნაგებობები, რომლის მსგავსი არქიტექტურა კავკასიის რეგიონში ცნობილი არ არის.

ამავე მიდამოებში ნაპოვნია სამარხები და ყორღანები. საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, ნახეს სარიტუალო დანიშნულების არტეფაქტები, მაგალითად ცხოველის გამოსახულებიანი სადგრები და სხვა, რომელთა ანალოგები სამცხე-ჯავახეთში დღემდე აღმოჩენილი არ არის.

იგივე სურათია მომდევნო პერიოდის ფენებშიც, აქ აღმოჩნდა დაახლოებით 43 საუკუნის წინანდელი თიხის სტილიზებული ცხოველის ფიგურები და სავარაუდოდ, სარიტუალო ჭურჭელი.

ზველის რაბათი გორა-ნამოსახლარს წარმოადგენს, რომელსაც სასიმაგრო სისტემა გააჩნია. მასზე ცხოვრების უწყვეტი კვალი ადრებრინჯაოს ხანიდან შუასაუკუნეების ჩათვლით ფიქსირდება.

„ამ მხრივ რაბათი წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვლევ ობიექტს იმის დასადგენად, თუ როგორ მიმდინარეობდა ადამიანის მიერ გარემოსთან ადაპტაციის პროცესი და როგორ სოციო-ეკონომიკურ და კულტურულ ცვლილებებს განიცდიდა უძველესი მოსახლეობა ათასწლეულების მანძილზე“, - განმარტავენ ეროვნულ მუზეუმში.

რაბათის ნამოსახლარის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კვლევა წარმოადგენს მრავალწლიან ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტს.

ექსპედიცია მოიცავს საველე სკოლას, სადაც ყოველწლიურად, ქართველ სტუდენტებთან ერთად, მელბურნის უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი გადის არქეოლოგიური გათხრების პრაქტიკას. გარდა ქართველი და ავსტრალიელი არქეოლოგებისა, კვლევებში ჩართულნი არიან საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული სპეციალისტები.

რაბათის ნამოსახლარის აღმოჩენები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამეცნიერო წრეებში ქართული არქეოლოგიური ძეგლების ცნობადობის გაზრდას, ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, როგორც სამეცნიერო ინსტიტუციის პოზიციონირებას საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.

რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგიური კვლევები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

[sknews.ge]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე -  არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში
ასპინძის სოფლებში არქეოლოგიური კვლევები დაიწყო
სოფელ ზველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
ფარავნის ტბასთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
ჭობარეთში  მტკვარ-არაქსის კულტურის ნასახლარი აღმოაჩინეს
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ძველსა და ჭობარეთში აღმოჩენილ  ჭურჭელს გამოფენენ
ვარძიაში ორი ახალი იარუსი და ათი ახალი ქვაბული აღმოაჩინეს