FM97.5 / LIVE

არალში დასაცლელი ურნების შესახებ ჩივიან [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.08.2019
ადიგენში, არალი-წარბასთუმნის გზაზე განლაგებული ნაგვის ურნები ორი კვირაა არ დაცლილა. ადგილობრივები ანტისანიტარიაზე საუბრობენ.

არალში დასაცლელი ურნების შესახებ ჩივიან [ფოტო]

არალსა და წარბასთუმანში მცხოვრებლები ამბობენ, რომ უკვე მეორე კვირაა ნაგვის მანქანა მათთან არ მიდის. შესაბამისად, ურნები ნაგვით სავსეა და გარემოს აბინძურებს.

„ადრე მოწესრიგებული იყო, ხშირად იცლებოდა. ბოლო პერიოდში აღარ მოდის ნაგვის მანქანა. სად წავიღოთ ეს ნაგავი არ ვიცით. გვერდით ბავშვები თამაშობენ, სუნი და ანტისანიტარიაა. ცენტრალურ გზაზე ყოველ მესამე დღეს იცლება, მაგრამ ამ გზაზე ბოლოს აღარ მოსულა“, - ამბობენ ადგილობრივები.

მათივე თქმით, ნაგვის გადასახადს რეგულარულად მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული ტარიფის მიხედვით იხდიან - ოჯახის თითოეულ წევრზე ერთ თვეში ერთ ლარს.

ადიგენის სოფლებში ნაგვის გატანაზე პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ-ია. „ადიგენის დასუფთავების სამსახურში“ ირწმუნებიან, რომ ურნები არალი-წარბასთუმნის გზაზე სამი დღის წინ დაიცალა და აქ ნაგვის მანქანა გეგმის მიხედვით დადის: „ნამდვილად იყვნენ ასულები სამი დღის წინ, შეიძლება ამ სამ დღეში გაივსო, ახლა გრაფიკით უწევთ ასვლა და დღეს აუცილებლად დაიცლება ურნები“, - აცხადებენ ადიგენის მერიაში.

არალში დასაცლელი ურნების შესახებ ჩივიან [ფოტო]

არალში დასაცლელი ურნების შესახებ ჩივიან [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ქუჩებში ახალი ნაგვის ურნები დადგეს
ბორჯომის სკვერებში ახალი ნაგვის ურნები დადგეს
ახალციხის მერიამ 22 016 ლარის ნაგვის ურნები შეიძინა
დღის ფოტო: უძირო ნაგვის ურნები ახალციხეში [Photo]
ახალციხეში სამსონიძის ქუჩაზე ნაგვის ურნები დადგეს
ასპინძაში ნაგვის ახალი ურნები დადგეს
დღის ფოტო: ახალციხეში პარკინგის ადგილებზე ნაგვის ურნები დგას [Photo]