FM97.5 / LIVE

ჭვინთასა და ელიაწმინდაში წისქვილები რეაბილიტირდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.08.2019
ახალციხის სოფლებში ჭვინთასა და ელიაწმინდაში წისქვილების რეაბილიტაცია მოხდება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 33 900 ლარზე გამოაცხადა. თანხის ნაწილს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, ნაწილი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ჭვინთასა და ელიაწმინდაში წისქვილები რეაბილიტირდება

სოფელ ჭვინთაში წისქვილის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოიყო, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეიტდან 5 200.

ელიაწმინდის წისქვილისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 000 ლარი, ადგილობრივი თვითმმართველობიდან 6 700 ლარი განისაზღვრა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე, კობა კარკაძესთან გააფორმა.

წისქვილებისთვის, მთლიანობაში 22 000 ლარამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება, ნაწილი კი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

სოფელ ჭვინთასა და ელიაწმინდაში ძველ, ამორტიზებულ ხის წისქვილებს დაანგრევენ, მის ადგილზე კი ახალ შენობას ააშენებენ. წისქვილის შენობების კედლები რკინა–ბეტონის სეისმური სარტყელით შეიკვრება, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრა დამონტაჟდება და გადაიხურება. შენობებში ახალი საფქვავები დაიდგმება.

შესრულებიულ სამუშაოებს გარანტია ერთი წელი ექნება.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 15 მლნ ლარამდე დაიხარჯება
ჭვინთასა და ელიაწმინდამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება
ელიაწმინდაში სოფლის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2018 წელს ახალციხის მერიამ რესტორნებში 11 535 ლარი გადარიცხა
ასპინძაში 14 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 5 მილიონამდე ლარი იხარჯება
ახალქალაქის ბიუჯეტიდან 2018 წელს სტუმრების მასპინძლობისთვის 8 000–მდე ლარი გაიწერა
4.6 მლნ ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის