FM97.5 / LIVE

ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

მთავარისიახლე, განათლება 12.08.2019
სკოლებში, სადაც მასწავლებელთა რაოდენობა დეფიციტურია, პენსიონერი მასწავლებლები სურვილისამებრ, ორწლიან ხელფასსაც აიღებენ და ერთწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში, ისევ სკოლაში იმუშავებენ, სანამ დირექცია სხვა კანდიდატურას მოძებნის.

ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

მას შემდეგ, რაც პენსიონერი პედაგოგი ჯილდოს (ორ წლიანი ხელფასი) სანაცვლოდ სკოლას დატოვებს, მის ადგილზე სკოლის დირექციამ ვაკანსია ერთი წლის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს.

იმ შემთხვევაში, თუკი ვაკანსია არ დაკმაყოფილდება, ამავე პენსიონერ მასწავლებელთან ხელშეკრულება გაფორმდება და იგი სკოლაში საკუთარ პოზიციაზე მუშაობას იქამდე გააგრძელებს, სანამ ახალი კადრი არ გამოჩნდება.

„სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მაღალმთიან ზონებში ხელშეკრულებით აიყვანონ ის მასწავლებლები, რომლებსაც ორწლიან ხელფასს ჯილდოს სახით ჩაურიცხავენ“, - გვითხრეს განათლების სამინისტროში.

“სახელმწიფოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ თუ ადამიანების ნაწილი სისტემიდან არ გამოვა, შეუძლებელი იქნება მასწავლებლის პროფესია გახდეს მიმზიდველი“, - ამბობს ექსპერტი განათლების საკითხებში, სიმონ ჯანაშია და ამატებს, რომ სტაჟიანი მასწავლებლების მოტივაცია თანდათან იკლებს, ამიტომ „მნიშვნელოვანია, სკოლაში თითოეულმა მასწავლებელმა ჯანსაღი და პროდუქტიული წლები გაატაროს და არა სამუდამოდ დარჩეს სისტემაში“.

ჯანაშია ყურადღებას ამახვლებს იმაზეც, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ახალგაზრდა მასწავლებლების სკოლაში შესვლის საკითხს სიფრთხილით უნდა მოეკიდნონ, რათა სისტემაში ჩართვის საშუალება საუკეთესოებს მისცენ.

„თუ მხოლოდ სკოლას მიანდობენ მასწავლებლის დატოვება–გაშვების საკითხს, არაფერი გამოვა. ეს ქმნის შესაძლებლობას მასწავლებელმა თან პენსია აიღოს და თან ხელფასიც ერიცხებოდეს. ამის ფონზე, ორწლიანი ჯილდოც მიიღოს“, - ამბობს ჯანაშია.

სიმონ ჯანაშიას მსგავსად, ინიცატივა მოსწონს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორს მაკა ბერიძეს. როგორც იგი განმარტავს, პენსიონერ მასწავლებლებს ეძლევათ საშუალება თავად გადაწყვიტონ სურთ თუ არა სკოლის დატოვება, რაც „ჰუმანური პოლიტიკაა“. ბერიძე მიიჩნევს, რომ ამ გზით, სკოლებში ახალგაზრდა კადრები დასაქმდებიან: „სახელმწიფომ მასწავლებლის მომზადების პროგრამა წლების წინ დანერგა, რომლის მთავარი მიზანი იყო ხელი შეეწყო ახალგაზრდა კადრების სკოლაში დასაქმებას. ბევრმა გაიარა „მასწავლებლის მომზადების პროგრამა“, მაგრამ შესაბამისი ვაკანსიების არარსებობის გამო ვერ დასაქმდა. ახლა სახელმწიფოს დახარჯულ რესურსების გამოიყენების შანსი ეძლევა“, - ამბობს ბერიძემ.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი, განათლებისა და მასწავლებლების გადამზადების კუთხით, რეგიონის სკოლების საჭიროებებს იკვლევს. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, სკოლების უმრავლესობაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათ შორის, მათემატიკის მიმართულებით სპეციალისტების ნაკლებობაა.

მცირეა იმ აბიტურიენტთა რიცხვიც, რომლებსაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით განათლების მიღების სურვილი აქვთ.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ინტეგრირებულ საბაკალავრო–სამაგისტრო პროგრამაზე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბიტურიენტები სრულად მიიღო. მათ საშუალება ეძლევათ, პროგრამის დასრულების შემდეგ, უფროსი მასწავლებლის სტატუსით მუშაობა სკოლებში დაიწყონ. გარდა ამისა, უნივერისტეტის ადმინისტრაცია სხვა ინტეგრირებული პროგრამების დამატებას გეგმავს.

„იმას, რომ სკოლაში არაპროფესიონალი მივიდეს და დროებით ასწავლოს ის საგანი, რომელიც მისთვის ორგანული არ არის, სჯობს სახელმწიფომ გააკეთოს დროებითი ღონიძიება და ისევ პენსიონერი მასწვლებელი დაასაქმოს, სანამ კვალიფიციური კადრს არ იპოვის“, - ამბობს მაკა ბერიძემ და ამატებს, რომ ინივციატივის ამ კუთხეს ხარვეზად და თანხის უსაფუძვლოდ ხარჯვას ვერ უკავშირებს.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპენსაციას ნებაყოფლობით ის პედაგოგი მიიღებს, რომელსაც მინიმალური კომპეტენციის დადასტურების, სტატუსის ამაღლებისა და შესაბამისად პროფესიული საქმიანობის გაგრძელების სურვილი არ აქვს. კომპენსაციად ორი წლის ჯამური ხელფასი განისაზღვრა.

განათლების სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერ პედაგოგებს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შეუნარჩუნდებათ.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

18.10.2019 მესხეთის თეატრს უკრაინული დასი ეწვევა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 236–მა პენსიონერმა მასწავლებელმა ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა
სამცხე–ჯავახეთში სკოლის დატოვების სურვილი 470–მდე პენსიონერმა მასწავლებელმა გამოთქვა
პენსიონერი პედაგოგები სკოლიდან წასვლის შემთხვევაში კომპენსაციას მიიღებენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი 6000-მდე პედაგოგმა გამოთქვა
ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა