FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხის უცნობი ნაწილი [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 12.08.2019
ახალციხის ციხის გალავნის გარეთ დარჩენილი ნაწილი, რომელიც ისტორიულ კომპლექსს ეკუთვნის, რეაბილიტაციის გარეშეა დარჩენილი. უყურადღებოდ მიტოვებული ნაგებობები აღდგენას საჭიროებს, თუმცა სამუშაოები როდის დაიწყება, უცნობია.

ახალციხის ციხის უცნობი ნაწილი [ფოტო]

ახალციხის ციხის ზედა შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, კომპლექსის ნანგრევებად ქცეული და მოუწესრიგებელი ნაწილია. აქ ციხის გალავანს გარეთ რამდენიმე მცირე გალავანი, კოშკი, გადასასვლელი ხიდი და ორი სხვადასხვა დანიშნულების შენობაა. ქვის შენობების სახურავი ჩანგრეულია და ყოველი წვიმის დროს კედლებიც ზიანდება.

კომპლექსის ამ ნაწილის რეაბილიტაცია მეორე ეტაპზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ციხის გახსნიდან, შვიდი წლის განმავლობაში აქ აღდგენითი სამუშაოები არ დაწყებულა.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იგეგმება, მაგრამ როდის მოხდება ეს და რა თანხა დაიხარჯება, უცნობია.

ციხის ადმინისტრაციის განმარტებით კი, გალავანს მიღმა დარჩენილი ნაგებობების რეაბილიტაციაზე მოლაპარაკებები ახალციხის მერიასთან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დამატებით ინფორმაციას ციხის ადმინისტრაცია და მერია ვერ გვაწვდიან.

რაბათის კომპლექსის რეაბილიტირებული ნაწილი 2012 წლის 16 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა.

ახალციხის ციხის უცნობი ნაწილი [ფოტო]

ახალციხის ციხის უცნობი ნაწილი [ფოტო]

ახალციხის ციხის უცნობი ნაწილი [ფოტო]

ახალციხის ციხის უცნობი ნაწილი [ფოტო]

ახალციხის ციხის უცნობი ნაწილი [ფოტო]

ახალციხის ციხის უცნობი ნაწილი [ფოტო]

ახალციხის ციხის უცნობი ნაწილი [ფოტო]

ახალციხის ციხის უცნობი ნაწილი [ფოტო]

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ინიციატივით ციხის ნაწილი აკურთხეს
ახალციხის ციხეზე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
ახალციხის ციხეში ”ბოიარდის ციხესიმაგრის”  ქართულ ვერსიას გადაიღებენ
110 563 ლარი - ახალციხის ციხის გახსნის ღონისძიებისთვის
ახალციხის ციხის დათვალიერება ხვალ უფასო იქნება
ადგილობრივებისთვის ზედა ციხის დათვალიერება გაძვირდა
ახალციხის ციხის რესტავრაციას მსხვერპლი მოჰყვა