FM97.5 / LIVE

30 000 ლარი ბორჯომელი ფეხბურთელების წასახალისებლად

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.08.2019
საფეხბურთო კლუბი "თორი" ბორჯომის თვითმმართველობამ ერთჯერადად, 30 ათასი ლარით დააფინანსა. კლუბი საქართველოს ჩემპიონატის უკანასკნელ ლიგაში ასპარეზობს.

30 000 ლარი ბორჯომელი ფეხბურთელების წასახალისებლად

"თორის" დაფინანსების შესახებ, ბორჯომის საკრებულომ გადაწყვეტილება 26 ივლისის სხდომაზე მიიღო. თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის განმარტებით, თანხა რომელიც კლუბს ფეხბურთელების წასახალისებლად გადასცეს, მერიის შენობის რეაბილიტაციისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა პროექტი ჩაიშალა.

"არსებული შენობის რეაბილიტაციის გამო, მერია სხვა შენობაში უნდა გადასულიყო, თუმცა ალტერნატიული ფართი ვერ ვნახეთ, ამიტომ ეს პროექტი არ შედგა. სპორტსკოლის დირექტორი კი შემოსული იყო განაცხადით, რომ კლუბი "თორი" წაგვეხალისებინა. გუნდში ყველა ბორჯომელია და გადავწყვიტეთ თანხა მიგვეცა", - ასე განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე კლუბისთვის თანხის გადაცემის მიზეზს.

ბორჯომის თორი რეგიონული ლიგის ქვედა აღმოსავლეთ ლიგის "ბ" ჯგუფში ასპარეზობს. გუნდმა ოთხ მატჩში ოთხივე მოიგო და პირველ ადგილზეა, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ გათამაშებას პირველ ადგილზე დაასრულებს, გუნდი ზედა ლიგაში მაინც ვერ გადავა.

შანსის არარსებობას საფეხბურთო კლუბ "თორის" მთავარი მწვრთნელიც ადასტურებს: "მიღებულ 30 ათას ლარს პრემიის სახით ფეხბურთელებზე გავცემთ, მათ ხელფასები არ აქვთ. ჩვენი მიზანია, წელს პირველ ადგილზე გავიდეთ და ძირითადი გუნდი შევინარჩუნოთ. წელს ვერა, მაგრამ ვეცდებით მომდევნო წელს "ლიგა 4"-ში გადავიდეთ", - გვითხრა ვასილ ფირცხალავამ.

[ავთო ინასარიძე, ბორჯომი]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება
ბორჯომის ‘თორმა’ დაფინანსების მიღების შემდეგ პირველი ადგილი დაკარგა
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს
‘თორმა’ და ‘აბულმა’ შინ გაიმარჯვეს, ‘მესხეთი’ კი თბილისში დამარცხდა
ბორჯომის ‘თორმა’ 5 მატჩიდან ვერცერთი მოიგო
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდები წელსაც ლიგაში დარჩენას ეცდებიან
'მესხეთის' პრეზიდენტი: ფინანსური პრობლემების გამო გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა