FM97.5 / LIVE

TI: 'მუნიციპალიტეტები დაცული ტერიტორიებიდან შემოსავალს არ იღებენ'

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.08.2019
სამცხე-ჯავახეთში არსებული 12 დაცული ტერიტორიიდან მიღებული შემოსავალი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში არ ირიცხება - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქვეყნებს.

TI: 'მუნიციპალიტეტები დაცული ტერიტორიებიდან შემოსავალს არ იღებენ'

კვევის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში 12 დაცული ტერიტორიაა, მათი ნაწილი შემოსავლების მიმღები არ არის, ნაწილისგან მიღებული თანხა კი მუნიციპალიტეტში არ რჩება.

2017-დან 2019 წლის მაისამდე, რეგიონში არსებულ დაცულ ტერიტორიებს სულ 139 406 ვიზიტორი ესტუმრა, მიღებულმა შემოსავალმა კი 204 462 ლარი შეადგინა. თუმცა თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა და არა თვითმმართველობების.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“(TI) ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სახელმწიფო თვითმმართველობაზე მეტ ქონებას ფლობს, - „მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონება გამოიყენონ შემოსავლების გასაზრდელად“.

მათივე თქმით, საქართველოში სულ 87 დაცული ტერიტორიაა, მათგან შემოსავლების მიმღები 13-ია, ხოლო ტურისტული ინფრასტრუქტურა 16-შია მოწყობილი.

2017 - დან 2019 წლის მაისის ჩათვლით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 995 554 ვიზიტორი ეწვია, მიღებულმა შემოსავალმა კი 13 634 498 ლარი შეადგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოკვლევაში ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში რეკომენდაციებსაც გასცემს:

> მაქსიმალურად ბევრ დაცულ ტერიტორიაზე მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა ტურისტებისა და ვიზიტორთა მხრიდან მისაღები შემოსავლის ოდენობა მუდმივად გაიზარდოს.

> აუცილებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის განხილვის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ იმსჯელოს, დაცული ტერიტორიებიდან მისაღები შემოსავლების ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილებაზე, გრძელვადიან პერიოდში კი დაცული ტერიტორიების გარკვეული კატეგორიების (მაგალითად, მარტვილის და ოკაცეს კანიონები) მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემაზე. დაცული ტერიტორიებიდან მისაღები შემოსავლების გადანაწილება ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის გაზრდის მუნიციპალიტეტების შემოსავლებს და ამასთან, ხელს შეუწყობს თვითმმართველობების დაინტერესებას, იზრუნონ ტურიზმის
განვითარებაზე.

TI: 'მუნიციპალიტეტები დაცული ტერიტორიებიდან შემოსავალს არ იღებენ'

TI: 'მუნიციპალიტეტები დაცული ტერიტორიებიდან შემოსავალს არ იღებენ'

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს 19 თვეში 7 979 ვიზიტორი ესტუმრა
სააგენტო: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ახალქალაქის მოსწავლეები სტუმრობდნენ
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება
მოხალისეთა პროგრამა ბორჯომის დაცულ ტერიტორიაზე
სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკი მოეწყობა
ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის