FM97.5 / LIVE

დილისკასა და აზავრეთის მოსახლეობა სკოლების რეაბილიტაციას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.08.2019
ახალქალაქში, დილისკასა და აზავრეთის სკოლები ავარიულია. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, 450–მდე მოსწავლეს, ახალი სასწავლო წლის დაწყება, ჭერჩამონგრეულ და დანესტიანებულ კლასებში მოუწევს.

დილისკასა და აზავრეთის მოსახლეობა სკოლების რეაბილიტაციას ითხოვს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო, დილისკასა და აზავრეთის სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე განცხადებას ფეისბუქის ოფიცილაურ გვერდზე აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სოფელ დილისკას საჯარო სკოლაში 220 მოსწავლე ავარიულ შენობაში სწავლობს, სკოლა არსებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„ნესტის გამო, კედლებზე სოკოა, საკლასო ოთახების ჭერი ჩამოფხავებულია, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ერთ დღეს სკოლის ჭერი არ ჩამოინგრევა, რასაც ტრაგედიამდე მივყავართ. ვინ იღებს პასუხისმგებლობას, თუ მინიმუმ ერთი მოსწავლე დაშავდება სკოლის ავარიული მდგომარეობის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

დილისკის სკოლა საკრებულოსა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს. სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ თვითმმართველობის წევრებმა მცხოვრებლების საჩივრები მოისმინეს.

ახალქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლაშიც, სადაც 210 მოსწავლე სწავლობს. მათი თქმით, კლასებში ჭერს საყრდენები აქვს და შესაძლებელია ჩამოინგრეს.

დილისკასა და აზავრეთის სკოლის მოსწავლეებს, სექტემბრიდან ახალი სასწავლო წლის დაწყება ისევ ავარიულ შენობებში მოუწევთ, რადგან მიმდინარე წელს აქ რაიმე სახის სამუშაოების დაწყება არ იგეგმება.

„ძალიან ძველი შენობებია და იმიტომაც არის ამ მდგომარეობაში. თუმცა „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ მომავლი წლიდან გეგმავს მათ კაპიტალურ რემონტს. ახლა ამისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. კარგად არის ყველაფერი შესასწავლი, გეოლოგიურად და ა.შ. ამიტომ დრო სჭირდება“, – განმარტავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, აზავრეთისა და დილისკას სკოლების რეაბლიტაცია იმ გეგმაშია ჩასმული, რომლის მიხედვითაც, სამცხე–ჯავახეთში ათ სკოლას უნდა ჩაუტარდეს რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მიმდინარეობს, რისთვისაც დაახლოებით 302 439 ლარი დაიხარჯება.

დილისკასა და აზავრეთის მოსახლეობა სკოლების რეაბილიტაციას ითხოვს

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს
მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება
პროტესტი აზავრეთის სკოლაში - მოსწავლეები მთელი კვირაა გაკვეთილებზე არ დადიან
აზავრეთში გაფიცული მოსწავლეებისთვის ალტერნატიულ ფართს არჩევენ
მოხეს სკოლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
ჩუნჩხის დამწვარი სკოლა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს
ახალქალაქის საჯარო სკოლები დირექტორების ასარჩევად ემზადებიან