FM97.5 / LIVE

არლელი ბიჭის სტამბულში გაგრძელებული ცხოვრება [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.08.2019
თუ ვინ იყო პავლე აკობაშვილი (ანდღულაძე) ცნობებს ისტორიკოსი, რეზო ანდღულაძე გვაწვდის.

არლელი ბიჭის სტამბულში გაგრძელებული ცხოვრება [ვიდეო]

აჰმედ მელაშვილი სტამბოლში ყოფნისას, დაუახლოვდა სტამბოლის ქართველთა სავანეს. სავანეში მოღვაწე ქართველისგან მან კარგად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ისტორია და კულტურა.

„ეს ქართველი გახლდათ პავლე ანდღულაძე, პაპაჩემის ძმა. აჰმედ მელაშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა პავლე ანღულაძესთან“, – გვიყვება ისტორიკოსი რეზო ანდღულაძე და დიდი პაპის ცხოვრება – მოღვაწეობის შესახებ გვესაუბრება.

პავლე ანდღულაძე დაიბადა 1905 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ არალში. მამა იყო სტეფანე პეტრეს ძე ანდღულაძე. დედა გახლდათ შუშანა ივანეს ასული ჩიტაშვილი, წერა–კითხვის მცოდნე, განათლებული ქალი.

პავლე ანდღულაძეს ჰყავდა 14 დედმამიშვილი, ის იყო ყველაზე უმცროსი.

პავლე ანდღულაძე 1921 წელს, დეკემბერში, 16 წლის ასაკში სასწავლებლად მიდის სტამბულში. მას უნდოდა მიეღო რელიგიური განათლება.
„პავლეს წერილობითი ურთიერთობა ოჯახთან 1937 წლამდე ჰქონდა. რეპრესიების პერიოდში რა მოხდა არ ვიცი, პატარა ვიყავი. პაპა–ბებია გარდაიცვალნენ და მეტი დანაბარები არავისგან არ გაგვიგია“, – ჰყვება რეზო ანდღულაძე.

მან მოგვაწოდა პავლე ანდღულაძის, სტამბულის კათოლიკური მონასტრის მსახურის მიმართვა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულეების, ემიგრანტი ქართველების მიმართ. ამ მიმართვაში იგი შემწეობას ითხოვს: „დავრჩი სულ მარტოდმარტო, ვიბრძვი და ვმუშაობ, რომ იგივე ბედი არ ეწიოს ამ ჩვენს ეკლესიას, როგორც წილად ხვდა ჩვენს კულტურის ცენტრებს პალესტინაში, ათონის მთაზე, სინაის მთაზე და სხვაგან. სანამ ცოცხალი ვარ, არ ვზოგავ ძალ–ღონეს, რომ ეს განძი, საუნჯე (წიგნსაცავი, მამულები, სახლები) შერჩეს ჩვენს ერს... ჩემს შემდეგ, არ ვიცი რა დაემართება. ღმერთმა იცის, ყველაფერი ჩვენს საყვარელ სამშობლოსა და მის შვილებზეა დამოკიდებული“.
პავლე ანდღულაძე იყო სტამბულში კათოლიკური სავანის გამგე. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ასევე საფრანგეთშიც.

„პარიზში იყო, მონთობანში ქართველთა საძმოში. შემდეგ ისევ დაბრუნდა სტამბულში და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კათოლიკურ სავანეში“, – გვითხრა რეზო ანდღულაძემ.

რეზო ანდღულაძე იხსენებს თუ როგორ გაიგო წლების შემდეგ დიდი პაპის შესახებ – „საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი ილია მეორე იყო თუ არ ვცდები 1979 წელს სტამბულში, ეწვია ქართულ სავანეს. ეს ამბავი დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“ და იქ გადაღებულ ფოტოში იყო პავლე ანდღულაძეც“.

პავლე ანდღულაძე დაქორწინებული არ ყოფილა, შთამომავლობა არ დარჩენია. სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. დაკრძალულია სტამბულში.

„ჩემი სამივე შვილი გავაგზავნე სტამბულში, დახმარება გაგვიწია სიმონ ზაზაძემ და მათ მიაკვლეს პავლე ანდღულაძის საფლავს“, – გვითხრა რეზო ანდღულაძემ.



[გულო კოხოძე, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ზაზაძეების ისტორია [ფოტო/ვიდეო]
პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
ახალციხეში საჯარო ლექცია გაიმართა
„თურქეთელი ქართველების ილია ჭავჭავაძე“
‘რაბათში აღმოჩენილი აბანოები არ დაუზიანებიათ’ – მერიის ძეგლთა დაცვის სამსახური
ხვალიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო