FM97.5 / LIVE

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 11.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა და ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე აეკრძალა.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილება 10 აგვისტოს, გვიან ღამით გამოაცხადა.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაეთვალისწინებინა ბრალდების მხარის პოზიცია და გვარამიას 40 ათასლარიანი გირაო და საზღვრის კვეთისთვის პროკურატურის ინფორმირება დაავალა.
ნიკა გვარამიამ ბრალის წაყენების დროსაც განაცხადა, რომ ის არ დაემორჩილებოდა აღკვეთის ღონისძიების არც ერთ სახეს და მისი დაპატიმრება მოუწევდათ.

"არ გადავიხდი გირაოს და ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის... ამ სასამართლოსთვისაც კი ზედმეტია ეს გადაწყვეტილება", – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

9 აგვისტოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა. მას არხის დირექტორად მუშაობის დროს საზიანო გადაწყვეტილების მიღებას ედავებიან.

გვარამიას წინააღმდეგ 16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ისვე აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა. სწორედ ამ საქმეზე აპირებს პროკურატურა ტელევიზიის ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წაყენებას.

[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
ნიკა გვარამია: მთავრობა რ2-ის შენობაში შევარდნაზე მსჯელობს
არჩილ თალაკვაძე: ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი
ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია ‘მთავარი არხი’ დააფუძნა
ნიკა მელიას მონიტორინგისთვის ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ
სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა მიმდინარეობს
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოხმაურებები ‘რუსთავი 2’-ის საქმეზე