FM97.5 / LIVE

ახალციხის სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მთავარისიახლე, განათლება 10.08.2019
საპენსიო ასაკის პედაგოგებზე ე.წ. ჯილდოს გაცემის წესი, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებები და ახლადშექმნილი ვებ გვერდი pedagogi.ge – ამ თემებზე მასწავლებელთა ეროვნული განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ახალციხის მუნციპალიტეტის დირექტორებს ესაუბრა.

ახალციხის სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

10 –დან 20 აგვისტოს ჩათვლით, პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგებს შეუძლიათ გაცხადების დაწერა და სკოლის დატოვება. ჯილდოების გაცემის მეორე ეტაპი კი 27 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„თუ პედაგოგი მუშაობს ერთ ან მეტ სკოლაში, მაგალითად სამში, სამივე სკოლიდან მიეცემა ანაზღაურება, ბოლო სამი თვის ხელფასის ოდენობა,საშემოსავლო გადასახადის გარეშე, შემდეგ ეს მრავლდება 24 თვეზე. აიღებს ორი წლის ხელფასს. თუ ჯილდოს აღების შემდეგ პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ორი წლის მანძლზე გადაწყვეტს დაბრუნდეს სკოლაში, ის ვალდებულია, რომ ეს ჯილდო მთლიანად დააბრუნოს. თუკი ორი წლის მერე გადაწყვეტს, რომ სკოლაში დაბრუნება უნდა, ეს შეუძლია, ოღონდ კომპეტენცია დადასტურებული“, –ამბობს მასწავლებელთა ეროვნული განვითარების ცენტრის პროექტის „ასწავლე საქართველოსთვის“ მენეჯერი ლალი წიკლაური.

მისივე თქმით, სულ რამდენიმე დღეში ახალი ვებ–გვერდი pedagogi.ge ამოქმედდება, რომლის მეშვეობითაც, პედაგოგებს საშუალება ექნებათ უკვე ვაკანტური პოზიციების განთავსება, ასევე მაძიებელ პედაგოგებს შეეძლებათ ამა თუ იმ სკოლაში განაცხადის შევსება.

სანამ, დირექტორები ვაკანსიებს გამაოცხადებენ, მანამდე სკოლაში შიდა კონკურსისა და საათების გადანაწილების პროცესი დაიწყება. იმ შემთვევაში, თუ რომელიმე საგნის პედაგოგი გახდება საჭირო, დეფიციტური ვაკანსიას დირექტრები ამ ვებ–გვერდზე განათავსებენ.

ეს პროცესიც, როგორც ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს, რადგან სწავლა სექტემბერში დაიწყება.

21–დან 24 აგვისტომდე, დირექტორებმა უნდა მოახერხონ და ახლადშექმნილ საიტზე ვაკანსიები განათავსონ. 27 აგვისტომდე შესული განაცხადების გადარჩევა, შერჩევა და გასაუბრება განხორციელდება. 27 აგვისტოს ქალაქის სკოლას უკვე უნდა ჰქონდეს კადრები შერჩეული, ხოლო სოფლის სკოლებში ვადა 31 აგვისტომდე აქვთ.

საიტზე დარეგისტრირება შეუძლიათ ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მქონე პიროვნებას, მაძიებლის სტატუსით. მათ ორი წლის ვადაში უნდა გაიარონ კურსი და გახდნენ კვალიფიციურები.

როგორც ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, ამ ეტაპზე, მის სკოლას ორი პენსიონერი მასწავლებელი ტოვებს. თუმცა მასთან დეფიციტური პოზიცია არ დარჩება, რადგან საათებს სხვა მასწავლებელებს გადაუნაწილებს.

„ჩემი სკოლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი მასწავლებელი მყავს, რომელიც არაა საათებით დაკმაყოფილებული. შიდა კონკურსების საფუძველზე მოვიძევთ მასწავლებლებს და შევავსებთ ვაკანსიას. გვყავს პედაგოგები, რომელბსაც დადასტურებული აქვთ კომპეტენცია. ჩვენთან ეს დეფიციტი არ შეიქმნება“,– ამბობს გოგოლაური.

მასწავლებელთა ეროვნული განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა მსგავსი შეხედრები სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გამართა.

ახალციხის სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის 7 სკოლაში 20 ვაკანტური ადგილია
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა
პენსიონერი პედაგოგები სკოლიდან წასვლის შემთხვევაში კომპენსაციას მიიღებენ
პროგრამაზე 'ასწავლე საქართველოსთვის' შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან
როგორ უნდა დასაქმდნენ  'მასწავლებლის ეროვნული სკოლის მონაწილეები'
პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ