FM97.5 / LIVE

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაძაბულობის შესასწავლად ჟურნალისტური ექსპედიცია მოეწყო

მთავარისაზოგადოება 24.09.2013
საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი დაპირისპირებების მიზეზებს ოთხი დღის განმავლობაში კავკასიელი ჟურნალისტები იკვლევდნენ. მათი შეფასებით, ამ დაპირისპირების მოგვარებაში მედიას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაძაბულობის შესასწავლად ჟურნალისტური ექსპედიცია მოეწყო
ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“ ორგანიზებით, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა მედია-საშუალებების წარმომადგენელი 10 ჟურნალისტი იმ რეგიონებს ესტუმრა, სადაც ბოლო პერიოდში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ჟურნალისტები იმყოფებოდნენ აჭარაში, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობამ საზოგადოებრივი კამათი გამოიწვია, და მესხეთში, კერძოდ, ადიგენის რაიონში, სადაც სოფელ ჭელას მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის გამო ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაძაბულობის შესასწავლად ჟურნალისტური ექსპედიცია მოეწყოოთხი დღის განმავლობაში, როგორც ბათუმში, ასევე ადიგენში, ჟურნალისტები ადგილობრივ მცხოვრებლებს (როგორც მუსლიმებს, ასევე მართლმადიდებლებს), ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ. რეგიონებში გასვლამდე შეხვედრები შედგა თბილისში, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„ამ მისიის მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებამ გაიგოს რეალურად რა ხდება ადგილზე. ჟურნალისტები თავიანთ მედია-საშუალებებში გაავრცელებენ ინფრომაციას, ვინაიდან, ამის შესახებ არავინ არაფერს ლაპარაკობს, განსაკუთრებით კავკასიის სხვა რეგიონებში“, - ამბობს „გოუ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი მაკა ცნობილაძე.

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაძაბულობის შესასწავლად ჟურნალისტური ექსპედიცია მოეწყორაც შეეხება მის შეფასებას მიმდინარე მოვლენებზე, მაკა ცნობილაძე ამბობს, რომ ვითარების ადგილზე გაცნობის შემდეგ მისი შთაბეჭდილებები ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ჩამოსვლამდე ჰქონდა: „რაც ვნახეთ რეალურად ხულოს რაიონში, ასევე, ჭელაში მუსლიმებს რომ მოვუსმინე, ძალიან მესმის მათი გაჭირვების, ვხვდები რა პრობლემა აწუხებთ. მომეჩვენა, რომ ქრისტიანები ცოტა აგრესიულად არიან განწყობილი და ცოტა დავითრგუნე. ერთის მხრივ ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი წინასაარჩევნო სიტუაცია და ეს არის პოლიტიკა, ეს არის კარგად ორგანიზებული პროცესები. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოდის ცოტა ზემოდან და სხვა ძალებია ჩართული“.

ორგანიზაციის დირექტორი და რედაქტორი მარგარიტა ახვლედიანი ყურადღებას მედიის როლზე ამახვილებს.

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაძაბულობის შესასწავლად ჟურნალისტური ექსპედიცია მოეწყო„ოთხი დღეა ვიკვლევთ ამ საკითხებს და პირველი, რასაც ვფიქრობ, როგორ უნდა რცხვენოდეს ქართულ მედიას, რომ ამ დრომდე არასწორ, ან არასაკმარის ინფორმაციას ავრცელებს და არ ინტერესდება მთლიანობაში იმ პრობლემით, რომელიც შეიძლება მთელი ქვეყნისთვის დიდ სტრესში გადაიზარდოს. უბრალოდ მრცხვენია მედიის გამო“, - ამბობს იგი.

მისი შეფასებით, რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებების თემით მედია საფუძვლიანად არ დაინტერესდა, ინფორმაციის ნაკლებობამ კი საზოგადოება არასწორ დასკვნებამდე მიიყვანა.

„ვიდრე არ მივედი ადგილზე, არ მოვუსმინე ყველა მხარეს, არ მოვინახულე სოფლები, როგორც მუსლიმების, ასევე ქრისტიანების, აღმოჩნდა რომ წარმოდგენაც არ მქონდა იმაზე, რაც ხდება. სტატისტიკაც კი არასწორი იყო, ყველა მანიპულირებს ციფრებით სათავისოდ. არ მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რას ითხოვს ხალხი, როგორც ქრისტიანები, ასევე მუსლიმები. გამოდის რაღაც ველური მდგომარეობა, ხალხს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ცხოვრობენ, აქვთ რადიკალურად განსხვავებული ინფორმაციები“, - ამბობს რიტა ახვლედიანი და ამატებს, რომ „ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც არის სიმართლის მხოლოდ პატარა ნაწილი, ყველას აქვს თავისი შეხედულება,და დარწმუნებული, რომ ეს არის სიმართლე, იწყებს მის დაცვას. ასე იწყება კონფლიქტები და ომები“.

რაც შეეხება შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს, მარგარიტა ახვლედიანი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე არსებობს დიდი შესაძლებლობა ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს. ამისათვის პირველ რიგში ხელისუფლება, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური, სერიოზულად უნდა დაინტერესდეს და დაიწყოს პრობლემის შესწავლა, დაიწყოს გამოძიება, ვინ, სად, რამდენი ცხოვრობს და ვინ რას ითხოვს.

„მეორე, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანონზე დაყრდნობით, ან პარლამენტში შეიტანოს კანონპროექტი, რომელიც ამოავსებს საკანონმდებლო ხარვეზს. და მესამე, მედია უნდა დაინტერესდეს ამით სერიოზულად და მისცეს ხალხს, ყველა მხარეს, შესაძლებლობა თქვან რა უნდათ, რისი ეშინიათ. როცა ისინი ერთმანეთს მოუსმენენ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საშიში არაფერია. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არის რაღაც საფრთხე და მაშინ შეიძლება გადაწყვიტონ როგორ მოაგვარონ ეს საფრთხე. უნდა ჩაირთოს შუქი, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ სიბნელეში ვცხოვრობთ. ეს უნდა გააკეთოს მედიამ და ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ“, - აღნიშნავს „გოუ ჯგუფის“ დირექტორი რიტა ახვლედიანი.

რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი დაპირისპირებების შესასწავლად, „გოუ ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული ჟურნალისტური ექსპედიცია, ფინური ფონდის VIKES ორგანიზებით შედგა. მსგავსი ექსპედიცია პირველი არ არის. ორგანიზაცია კავკასიის ჟურნალისტებისთვის მსგავს ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხშირად აწყობს.

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაძაბულობის შესასწავლად ჟურნალისტური ექსპედიცია მოეწყო

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჯავახეთის პრობლემებს კავკასიელი ჟურნალისტები ეცნობიან
მესხეთის მედიასაშუალებების მუშაობით საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია დაინტერესდა
სამცხე-ჯავახეთს  IREX-ის პროგრამების მენეჯერი მით შელი სტუმრობს
როგორ შეიძლება იქცეს სოფელი ჭელა კარგ მაგალითად
მედიის გამოწვევები საარჩევნო პერიოდში – დისკუსია ახალციხეში
ზვიად ქორიძე: ”საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და მედია გამოაფხიზლოს“
საპატრიარქო: 'რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა'